ლალი დათეშიძე
ყითას ნახეთქი - ყითას არხის ლორწოვანი გარსის წყლული.
ეტიოლოგია. ყითას არხის ლორწოვანი გარსის გახევები დეფეკაციის დროს ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ შეკრულობები და კოლიტის სხვადასხვა ფორმები. ტკივილი იწვევს შიგნითა სფინქტერის სპაზმს, რაც არღვევს ქსოვილის ტროფიკას ნახეთქის მიდამოში, განაპირობებს განმეორებით ტრავმატიზაციას დეფეკაციის დროს და აბრკოლებს შეხორცებას. ამის შედეგად ნახეთქი გარდაიქმნება ქრონიკულში, რომელიც ძნელად ხორცდება მისი კიდეების დაკოჟრების გამო.
სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება მუდმივი, მწველი ტკივილი უკანა ტანში, რომელიც ძლიერდება დეფეკაციისა და ჯდომის დროს, ასევე ალისფერი სისხლის გამოყოფა. დიაგნოზის დადგენა ხდება დამახასიათებელი ჩივილების, ნახეთქების ვიზუალური და პალპატორული გამოვლინების საფუძველზე. აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება სიმსივნესთან, ვენერიულ დაავადებებთან და სწორი ნაწლავის შიგნითა ფისტულასთან.
მკურნალობა ადრეულ სტადიებზე კონსერვატიულია: სიმშვიდე, დიეტა, სანთლები გამაყუჩებელი და ანტისეპტიკური საშუალებებით, მსუბუქი საფაღარათო ოყნები, თბილი აბაზანები. დაახლოებით 1,5 – 2 თვეში არანამკურნალები ნახეთქი გადადის ქრონიკულში და საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას.
პროგნოზი კეთილსაიმედოა დროულად ჩატარებული მკურნალობის დროს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 570 times by 287 viewers



