ყითას ნახეთქი

ყითას ნახეთქი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ყითას ნახეთქი ყითას არხის ლორწოვანი გარსის წყლული.

ყითას ნახეთქი ეტიოლოგია. ყითას არხის ლორწოვანი გარსის გახევები დეფეკაციის დროს ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ შეკრულობები და კოლიტის სხვადასხვა ფორმები. ტკივილი იწვევს შიგნითა სფინქტერის სპაზმს, რაც არღვევს ქსოვილის ტროფიკას ნახეთქის მიდამოში, განაპირობებს განმეორებით ტრავმატიზაციას დეფეკაციის დროს და აბრკოლებს შეხორცებას. ამის შედეგად ნახეთქი გარდაიქმნება ქრონიკულში, რომელიც ძნელად  ხორცდება მისი კიდეების დაკოჟრების გამო.

ყითას ნახეთქი სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება მუდმივი, მწველი ტკივილი უკანა ტანში, რომელიც ძლიერდება დეფეკაციისა და ჯდომის დროს, ასევე ალისფერი სისხლის გამოყოფა. დიაგნოზის დადგენა ხდება დამახასიათებელი ჩივილების, ნახეთქების ვიზუალური და პალპატორული გამოვლინების საფუძველზე. აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება სიმსივნესთან, ვენერიულ დაავადებებთან და სწორი ნაწლავის შიგნითა ფისტულასთან.

ყითას ნახეთქი მკურნალობა ადრეულ სტადიებზე კონსერვატიულია: სიმშვიდე, დიეტა, სანთლები გამაყუჩებელი და ანტისეპტიკური საშუალებებით, მსუბუქი საფაღარათო ოყნები, თბილი აბაზანები. დაახლოებით 1,5 – 2 თვეში არანამკურნალები ნახეთქი გადადის ქრონიკულში და საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას.

ყითას ნახეთქი პროგნოზი კეთილსაიმედოა დროულად ჩატარებული მკურნალობის დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები