სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ქოლანგიტი - ნაღვლის სადინრების არასპეციფიკური ანთება. ხშირად კომბინირებულია ქოლედოქოლითიაზთან, ნაღვლის საერთო სადინრის ცისტებთან, ნაღვლის სადინრების კიბოსთან.

სიმპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სურათი დამოკიდებულია მწვავე დესტრუქციული ქოლეცისტიტის არსებობაზე ან არარსებობაზე, რომელიც საკმაოდ ხშირად რთულდება ქოლანგიტით. დაავადება იწყება ტკივილის შეტევით, რომელიც მოგვაგონებს ღვიძლის კოლიკას (ქოლედოქოლითიაზის გამოვლინება), რის შემდეგაც სწრაფად ვლინდება მექანიკური სიყვითლე, ტემპერატურის მომატება, კანის ქავილი. დათვალიერებისას ვლინდება კანის იქტერულობა, კანზე განაკაწრები, ენა სველი და ნადებითაა დაფარული, მუცელი შებერილი არ არის. მუცლის პალპაციით აღინიშნება კუნთების გარკვეული რიგიდობა მარჯვენა ნეკნქვედა არეში, მტკივნეულობა; ღრმა პალპაციით ღვიძლი გადიდებულია, მისი კიდე დამრგვალებულია; ტემპერატურა ზოგჯერ ჰექტიურია, აღინიშნება შემცივნება. სისხლში ვლინდება ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით. ჰიპერბილირუბინემია, – ძირითადად პირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე, ტუტე ფოსფატაზის მომატება, ღვიძლის ფერმენტების ზომიერი მომატება ღვიძლის პარენქიმის ტოქსიკური დაზიანების გამო. დიაგნოზის დაზუსტება ხდება ღვიძლისა და ნაღვლგამომტანი სადინრების ულტრაბგერითი გამოკვლევით.

გართულებები: ღვიძლის მრავლობითი აბსცესების ფორმირება, სეფსისი, ღვიძლ-თირკმლის უკმარისობა.
მკურალობა. ქოლანგიტით დაავადებულ ავადმყოფთა მკურნალობის ტაქტიკა საკმაოდ რთულია, რაც განპირობებულია ჩირქოვანი პროცესით, მექანიკური სიყვითლითა და მწვავე დესქტრუქციული ქოლეცისტიტით. თითოეული ეს მომენტი მოითხოვს სასწრაფო გადაწყვეტას, თუმცა ავადმყოფები მექანიკური სიყვითლით ვერ იტანენ ხანგრძლივ და ტრავმულ ოპერაციულ ჩარევებს. ამიტომ, მიზანშეწონილია პირველ რიგში ნაღვლის ადეკვატური დინების უზრუნველყოფა, რითაც მცირდება ქოლანგიტის გამოვლინებები, ინტოქსიკაცია. მეორე ეტაპზე ტარდება რადიკალური ჩარევა, რომელიც მიმართულია ქოლანგიტის წარმოქმნის მიზეზების ლიკვიდაციისაკენ. სანაღვლე გზების დეკომპრესიის მიზნით ტარდება ენდოსკოპური პაპილოსპინქტერექტომია, წინასწარი რეტროგრადული ქოლანგიოგრაფიის შემდეგ. პაპილოსპინქტერექტომიის შემდეგ ქოლედოქის რეზიდუალური კენჭების დროს ზოგჯერ ხდება კონკრემენტების გამოსვლა ნაღვლგამომტანი გზებიდან, ქოლანგიტის მოვლენები კუპირდება და საკითხი განმეორებითი ოპერაციის შესახებ იხსნება.
პროგნოზი სერიოზულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 769 times by 372 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka