ლალი დათეშიძე
პიოპნევოთორაქსი – ჩირქისა და ჰაერის დაგროვება პლევრის ღრუში, ფილტვის კოლაფსის წარმოქმნით. ვითარდება ფილტვის აბსცესის გახსნისა და ბრონქულ-პლევრული ფისტულის წარმოქმნის შედეგად. შესაძლებელია ტრავმული გენეზი. პიოპნევმოთორაქსს საფუძვლად უდევს ინფექცია (ფილტვების სტაფილო- და სტრეპტოკოკური ფესტრუქცია, ანაერობები, იშვიათად – პნევმოკოკები)..
სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ 3 კლინიკურ ფორმას: 1. ფილტვის კოლაფსის მწვავე სურათი, უეცრად წარმოქმნილი კოლოფისებური ხმიანობა ადრე არსებულ მოყრუებაზე, პროგრესირებადი პნევოთორაქსი; არ გამოირიცხება ფსევდოაბდომინური სინდრომის კლინიკა. 2. რბილი ფორმა: ჩირქგროვის გასვლა დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში; ზომიერი ტკივილი გვერდში. ფიზიკალური მონაცემების ინვერსია, ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესება და ფილტვის ქსოვილის ამა თუ იმ ფორმის დესტუქცია, საფუძველია პნევმოთორაქსის ძიებისა; 3. წაშლილი ფორმა – პლევრულ ღრუში გაღწევა, რაც საკმაოდ რთული დასაფიქსირებელია. მნიშვნელოვანი ნიუანსებია: ავადმყოფზე დინამიკური დაკვირვება და რეგულარული რენტგენოლოგიური კონტროლი.
მკურნალობა ტარდება ქირურგიულ სტაციონარში; მწვავე პიოპნევოთორაქსის დროს ნაჩვენებია პლევრის ღრუს გადაუდებელი დრენირება, ხშირად – მესამე-მეოთხე ნეკნთაშუა არეში ლავიწშუა ხაზზე, შემდეგ კი – ადეკვატური დრენირება ჩირქის ევაკუაციისათვის.
პროგნოზი სერიოზულია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 637 times by 299 viewers



