ფილტვის თანდაყოლილი ცისტები

ფილტვის თანდაყოლილი ცისტები pulmonary cyst

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ფილტვის თანდაყოლილი ცისტები ცისტები შეიძლება იყოს ჰაერით ან სითხით ავსებული, ერთეული ან მრავლობითი. ისინი წარმოიქმნებიან ემბრიოგენეზის იმ პერიოდში, როდესაც ფორმირდება ბრონქები და ალვეოლები. ადრეულ სტადიებზე, ორგანოგენეზის დარღვევის დროს ვითარდება ერთეული ცისტები, გვიან სტადიებზე – მრავლობითი ცისტები.

ფილტვის თანდაყოლილი ცისტები კლინიკური სიმპტომატიკა დამოკიდებულია გართულებების არსებობაზე ან არარსებობაზე: ცისტის დაჩირქება, მისი გაღწევა პლევრის ღრუში, გულმკერდშიგა დაძაბვის სინდრომის განვითარება. ცისტის დაჩირქების დროს ვლინდება ინტოქსიკაციის სიმპტომები, მატულობს სხეულის ტემპერატურა. დაჭიმული ცისტები წარმოიქმნებიან სარქვლოვანი მექანიზმის არსებობისას, მათი ბრონქთან შეერთების ადგილზე. დაჭიმული ცისტის კლინიკური სურათი ხასიათდება გულ-ფილტვის უკმარისობის სიმპტომებით. დაზიანების მხარეზე აღინიშნება კოლოფისებრი ხმიანობა, სუნთქვა შესუსტებულია. მსგავსი სურათი აღინიშნება პნევმოთორაქსის დროსაც. რენტგენოგრამაზე და, განსაკუთრებით ტომოგრამაზე ვლინდება ცისტის კონტურები, გულმკერდშიგა დაძაბვის სიმპტომები.

ფილტვის თანდაყოლილი ცისტები მკურნალობაოპერაციულია; გაურთულებელ შემთხვევებში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები