სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

შეკრულობა, ყაბზობა – დეფეკაციის ხანგრძლივად შეჩერების პოლიეტიოლოგიური სინდრომი. განასხვავებენ შეკრულობის შემდეგ სახეებს: 1. ნევროგენული (ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული დაავადებები, დეფეკაციის რეფლექსის დათრგუნვა და სხვ.); 2. რეფლექტორული (საჭმლის მომნელებელი ორგანოების ორგანული დაზიანებებისას, ასევე სხვა ორგანოებისა და სისტემების), მათ შორის პროქტოგენული; 3. ტოქსიკური (მორფინით, ნიკოტინით, ნიტრობენზოლით, ტყვიით მოწამვლისას, ქოლილიტიკებისა და სპაზმოლიტიკების დიდი დოზებით მიღებისას); 4. ენდოკრინული- ჰიპოფიზის, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევისას; 5. ალიმენტური (საკვებთან უჯრედისის არასაკმარისი შეღწევით); 6. ჰიპოკინეტიკური (არასაკმარისი ფიზიკური აქტივობისას, ადინამიის დროს და სხვ.); 7. მექანიკური (ნაწლავის შევიწროება სიმსივნით, ნაწიბურებით, ან მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი პათოლოგიური დაგრძელებით, მისი ინტრამურალური ნერვული წნულების განუვითარებლობა, გირშპრუნგის დაავადება).

ზემოთ ჩამოთვლილმა მიზეზებმა შესაძლოა გამოიწვიონ უპირატესად ნაწლავის მოძრაობის დარღვევები ან სეკრეციისა და შეწოვის დარღვევები, ან ვაზომოტორული დარღვევები, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში საბოლოო შედეგი წარმადგენს რამდენიმე დარღვევების შედეგს.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია დეფეკაციის ხანგრძლივი შეჩერება. ატონიური შეკრულობების დროს განავლოვანი მასები უხვია, გაფორმებული, ძეხვისებრი; ხშირად საწყისი პორცია ძალზე მკვრივია, ხოლო საბოლოო- ნახევრადგაფორმებული. დეფეკაცია მეტად გაძნელებული და მტკივნეულია; ანალური ხვრელის ნახეთქების გამო განავლოვანი მასების ზედაპირებზე შესაძლოა აღინიშნოს სისხლი. სპასტიკური შეკრულობების დროს განავლოვანი მასები ღებულობს ცხვრის განავლის ფორმას (ფრაგმენტული განავალი). შეკრულობას ხშირად თან ახლავს მეტეორიზმი, ზეწოლის, გაფართოების გრძნობა, სპასტიკური ტკივილი მუცელში. ხანგრძლივი შეკრულობები ხშირად მიმდინარეობენ დაღლილობით, მოდუნებით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით. რენტგენოლოგიური გამოკვლევებით ვლინდება განავლოვანი მასების ნელ გადანაცვლება ნაწლავში.

მკურნალობა. მსხვილი ნაწლავის ორგანული დაავადებით გამოწვეული შეკრულობის დროს ტარდება ამ დაავადებების მკურნალობა. ატონიური შეკრულობის დროს ყოველდღიურ კვებით რაციონში ზრდიან პროდუქტებს, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით მცენარეულ უჯრედისს. განსაკუთრებით ნაჩვენებია ჭარხალი, სტაფილო. სპესტიკური შეკრულობის დროს დიეტა უნდა იყოს დამზოგავი, ხორცი და თევზი ინიშნება მოხარშული სახით, ხილი და ბოსტნეული-გახეხილი ან პიურეს სახით. მიზანშეწონილია რეგულარულად რძემჟავა პროდუქტების მიღება. ატონიური შეკრულობების დროს რეკომენდებულია აქტიური ცხოვრების წესი, სამკურნალო ფიზკულტურა, ცირკულარული შხაპი, წყალქვეშა აბაზანები.  თუკი შეკრულობის მიზეზია ფსიქოემოციური ლაბილობა, ინიშნება სედატიური პრეპარატები და ტრანკვილიზატორები. ნაწლავის სპასტიკური შეკრულობის დროს ნაჩვენებია სპამოლიტიკები, ქოლინოლიზური საშუალებები, ასევე კომბინირებული პრეპარატები. ატონიური შეკრულობების დროს სიმპტომური თერაპიის სახით ნაჩვენებია საფაღარათოები; პროგნოზი დროულად დაწყებული მკურნალობის დროს კარგია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 8244 times by 3677 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka