სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

კარცინოიდი – იშვიათი, პოტენციურად ავთვისებიანი ჰორმონულ-აქტიური სიმსივნე. ამ სიმსივნის უპირატესი ლოკალიზაციაა ჭიისებრი წანაზარდი, იშვიათად თეძოს ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი; იშვიათად ვითარდება კუჭში, ნაღვლის ბუშტში, კუჭქვეშა ჯირკვალში; განსაკუთრებით იშვიათად ბრონქებსა და სხვ. ორგანოებში.

ეტიოლოგია უცნობია. დაავადების მრავალი სიმპტომის წარმოშობა განპირობებულია სიმსივნის ჰორმონული აქტივობით.

სიმპტომები, მიმდინარეობა ადგილობრივი გამოვლინებაა ლოკალური მტკივნეულობა; ხშირია ნიშნები, რომლებიც მოგვაგონებს მწვავე ან ქრონიკულ აპენდიციტს, ან ნაწლავურ გაუვალობას; დამახასიათებელია ნაწლავურ სისხლდენა, ტკივილი დეფეკაციის დროს და განავალთან ალისფერი სისხლის გამოყოფა, სიგამხდრე, ანემიზაცია. კარცინოიდულ სინდრომში შედის თავისებური ვაზომოტორული რეაქციები, ბრონქოსპაზმის შეტევები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპერპერისტალტიკა, კანის დამახასიათებელი ცვლილებები, გულისა და ფილტვის არტერიის დაზიანებები. თუმცა,  გამოხატულ ფორმით იგი ყველა ავადმყოფთან არ აღინიშნება. კარცინოიდული სინდრომისათვის ყველაზე უფრო დამახასიათებელია გამოვლინებაა სახის კანის, სხეულის ზედა ნახევრის უეცარი, ხანმოკლე გაწითლება, ზოგადი სისუსტე, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, ზოგჯერ ცრემლდენა, სურდო, ბრონქოსპაზმი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და შეტევითი ტკივილები მუცელში. შეტევები გრძელდება რამდენიმე წამიდან 10 წუთამდე; დღის განმავლობაში შეიძლება შეტევები განმეორდეს. დროთა განმავლობაში კანის ჰიპერემია შესაძლოა გახდეს მუდმივი და შეუღლებულ იქნას ციანოზთან; წარმოიქმნება კანის ჰიპერკერატოზი და ჰიპერპიგმენტაცია. ხშირად ავადმყოფებს აღენიშნებათ გულის სამკარიანი სარქველის უკმარისობა და ფილტვის არტერიის სტენოზი, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა.

ლაბორატორიული გამოკვლევები უმრავლეს შემთხვევაში აჩვენებს სისხლში 5-ჰიდროქსიტრიპტამინისა და შარდში მისი გარდაქმნის საბოლოო პრდუქტის შემცველობის მატებას. რენტგენოლოგიური გამოკვლევით სიმსივნის გამოვლინდება ძნელია მისი მცირე ზომებისა და ექსცენტრული ზრდის გამო. სიმსივნისათვის დამახასიათებელია ნელი ზრდა და შედარებით იშვიათი მეტასტაზირება, რის გამოც ავადმყოფის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 4-8 წელს. განსაკუთრებით ხშირად მეტასტაზები ვლინდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში. სიკვდილი შეაძლოა განვითარდეს მრავლობითი მეტასტაზებისა და კახექსიის, გულის უკმარისობის, ნაწლავთა გაუვალობის გამო.

მკურნალობა ქირურგიულია (სიმსივნისა და მეტასტაზების რადიკალური ამოკვეთა).

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 1580 times by 755 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka