სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები

მუცლის ღრუს ორგანოთა ტრავმები – მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმები შეიძლება იყოს დახურული და ღია. ღია ტრავმები ხშირად ცეცხნასროლი ან მჩხვლეტავია, იშვიათად ნაკვეთი. გარდა ჭრილობის ხვრელისა, აღინიშნება ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა და პერიტონეუმის გაღიზიანების დადებითი სიმპტომები. ჭრილობის ფართო არხის დროს ჭრილობიდან შესაძლოა გამოვიდეს ნაწლავის შიგთავსი, შარდი. მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოსკოპიის დროს გამჭოლ ჭრილობას ადასტურებს აირი დიაფრაგმის ქვეშ, თუმცა ეს ნიშანი აუცილებელი არ არის.

კლინიკური სურათი დამოკიდებულია დაზიანებული ორგანოს მდგომარეობაზე – ღვიძლის და ელენთის, ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებების დროს წარმოიქმნება პროფუზული სისხლდენა მწვავე სისხლდაკარგვის ნიშნებით, პერკუსიით შესაძლებელია გამოვლინდეს მოყრუება მუცლის ირიბ ადგილებში. დახურული დაზიანებების დროს მუცლის კედლის კანის დეფექტი არ აღინიშნება, ჩვეულებრივ, ასეთი დაზიანებები წარმოიქმნება სატრანსპორტო კატასტროფების, სიმაღლიდან ჩამოვარდნის, მუცლის კედლით ძლიერი დაცემის დროს. დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია სხვა ორგანოებისა და სისტემების ტრავმების, ავადმყოფის უგონო მდგომარეობის გამო. ხშირია ელენთის გასკდომა მუცელშიგა სისხლდენით (სისუტე, კანის საფარველის სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაცემა, მუცლის კედლების გარკეული დაჭიმულობა და სხვ.) – 35%, თირკმელების და შარდგამომყოფი გზების – 24%, ღვიძლის – 18%, კუჭის – 10%, პერიტონეუმის უკანა სივრცის ორგანოების – 10% და სხვ. გარდა ჩამოთვლილი ნიშნებისა, დიაგოსტიკაში გვეხმარება ლაპარასკოპია – სისხლი მუცელში. ღრუ ორგანოების მცირე გაგლეჯვის, ასევე პერიტონეუმის უკან მდებარე ორგანოების ტრავმის დროს (კუჭქვეშა ჯირკვალი, თორმეტგოჯა ნაწლავი), ორეტაპოვანი გასკდომების დროს (ღვიძლის ან ელენთის სუბსეროზული ჰემატომის გახსნა მუცლის ღრუში)  სწორი დიაგნოზის დასმა რთულია.

დიაგნოსტიკაში გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ლაპარასკოპია.

მკურნალობა. სტაციონარში ქირურგის მიერ ავადმყოფის გასინჯვამდე არ შეიძლება ავადმყოფისათვის წყლის მიცემა, ასევე ნარკოტიკების. დიაგნოზის დადგენის შემდეგ ტარდება ოპერაცია, რომლის ხასიათი დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და ლოკალიზაციაზე.

პროგნოზი სერიოზულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 637 times by 329 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka