ლალი დათეშიძე
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
დაჭიმულობა, ღრძობა (დისტორსია) – იოგების, კუთების, მყესებისა და სხვა ქსოვილების დაზიანება მათი ანატომიური მთლიანობის დარღვევის გარეშე. ხშირად აღინიშნება ტერფ-წვივის ან მუხლის სახსრის იოგების დაჭიმულობა. დაჭიმულობის დროს პათოლოგიურ-ანატომიური ცლილებები გამოიხატება იოგების ცალკეული ბოჭკოების გაგლეჯითა და სისხლჩაქცევით.
სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ტკივილი სახსარში მოძრაობის დროს, შეშუპება. დიაგნოზის დადგენა ხდება პალპაციისას ლოკალური მტკივნეულობით, სისხლჩაქცევის მიხედვით, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს ტრავმიდან 2-3 დღის შემდეგ.
დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება იოგის სრულ გაგლეჯასთან. გაგლეჯის დროს აღინიშნება შედარებით ძლიერი ტკივილი, კიდურზე დაყრდნობის შეუძლებლობა, არაიშვიათად – ჰემართროზი. დაჭიმულობის ყველა მოვლენა გაივლის 5 – 10 დღეში, ხოლო გაგლეჯის დროს გრძელდება 3-4 კვირის განმავლობაში.
დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოგრაფიით.
მკურნალობა ამბულატორიულია – სახსრის მჭიდროდ შეხვევა, მოსვენებითი მდგომარეობა, ცივი საფენები 2 დღის განმავლობაში, შემდეგ კი სითბო. შრომისუნარიანობა აღდგება 5-7 დღის შემდეგ. განმეორებითი დაჭიმულობის პროფილაქტიკა – მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, სპორტი.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1162 times by 580 viewers



