ლალი დათეშიძე
ოლიგოფრენია – თანდაყოლილი ან შეძენილი ჭკუასუსტობა, რომელიც ვლინდება ინტელექტისა და ფსიქიკის განუვითარებლობით. ოლიგოფრენია არა პროგრედიენტული პროცესი, არამედ გადატანილი დაავადების შედეგია. გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხი ფასდება რაოდენობრივად ინტელექტუალური კოეფიციენტის დახმარებით, სტანდარტული ფსიქოლოგიური ტესტების მიხედვით. ოლიგოფრენიას ხშირად თან ახლავს ფიზიკური განვითარების მანკები.
ეტიოლოგია. ოლიგოფრენიის მიზეზები შესაძლოა იყოს: 1. მემკვიდრეობითი ფაქტორები, მათ შორის მშობლების გენერაციული უჯრედების პათოლოგია; 2. ჩანასახისა და ნაყოფის მუცელშიგა დაზიანება; 3. პერინატალური პერიოდში და პირველი 3 წლის განმავლობაში მავნე ფაქტორების მოქმედება.
იდიოტია – წარმოადგენს ოლიგოფრენიის ყველაზე ღრმა ხარისხს; ხასიათდება მეტყველებისა და აზროვნების სრული არარსებობით. იდიოტისათვის შეუძლებელია გააზრებული მოქმედება. მათ არ გააჩნიათ თვითმომსახურეობის ელემენტარული ჩვევები.
იმბეცილობა – ოლიგოფრენიის საშუალო ხარისხი. იმბეცილები გებულობენ გარშემომყოფთა ლაპარაკს, თვითონ შეუძლიათ წარმოთქვან მოკლე ფრაზები. ზოგიერთს უნარი აქვს შეასრულოს ელემენტარული დათვლითი ოპერაციები, თვითმომსახურეობის ელემენტარული ჩვევები. იმბეცილების ემოციები უფრო დიფერენცირებულია, ისინი მიჯაჭვულნი არიან ახლობლებზე, ადეკვატურად პასუხობენ შექებასა და გაკიცხვას. მათი აზროვნება პრიმიტიულია, მოკლებულნი არიან ინიციატივას, არიან ინერტულნი, საჭიროებენ მუდმივ მოვლასა და მეთვალყურეობას.
დებილობა – წარმოადგენს ჭკუასუსტობის ყველაზე მსუბუქ ხარისხს. დებილები ამთავრებენ სპეციალურ სკოლას, უნარი აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისა. მათში სჭარბობს აზროვნების კონკრეტულ-აღწერითი ტიპი, მაშინ როდესაც აბსტრაქციის უნარი საერთოდ არ აღენიშნებათ. ზოგიერთი დებილისათვის ზოგადი ფსიქიკური განვითარებისა და აზროვნების მცირე პროდუქტიულობის დროს დამახასიათებელია გარკვეული ნიჭიერება (განსაკუთრებული მექანიკური ან მხედველობითი მეხსიერება, გონებაში რთული არითმეტიკული ოპერაციების შესრულების უნარი და სხვ.).
მკურნალობა. სპეციფიკური თერაპია ტარდება ოლიგოფრენიის ზოგიერთი სახის დროს, როდესაც დადგენილია ეტიოლოგია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1671 times by 810 viewers



