ლალი დათეშიძე
გონების დაბინდვა – ფსიქოპათოლოგიური პროცესი, საგნობრივი შემეცნებისა და თვითშემეცნების დარღვევები, რომლისთვისაც დამახასიათებელია: 1. გარემოს აღქმის გაძნელება; 2. ორიენტაციის დაკარგვა დროსა და სივრცეში; 3. ასოციაციური აზროვნების შეუძლებლობა; 4. მეხსიერებიდან გონების დაბინდვის პერიოდის სრული ან ნაწილობრივი ამოვარდნა. გონების დაკარგვის სტრუქტურისა და განცდების ხასიათის მიხედვით გამოყოფენ სხვადასხვა კლინიკურ ვარიანტებს. გაბრუების დროს გარეგანი გამაღიზიანებლები ძნელად აღიქმება. ავადმყოფები ცუდად გებულობენ სიტუაციას, ყოველთვის არ შეუძლიათ ელემენტარული დასკვნების გაკეთება, არიან უმოქმედონი, დამუხრუჭებულნი. შედარებით მძიმე ხარისხია სოპორი და კომა.
დელირიუმი – გონების დაბინდვა მხედველობითი ჰალუჰინაციებით, შიშებით, ბოდვებით, მოძრაობითი აგზნებადობით. დელირიუმი აღინიშნება ინფექციური ფსიქოზების, ინტოქსიკაციების, ალკოჰოლიზმის დროს. ონეიროიდული გონების დაბინდვის დროს წარმოიქმნება მხედველობითი ფანტასტიკური განცდები, იცვლება წარმოდგენები საკუთარ პიროვნებაზე. როგორც წესი ონეიროიდული გონების დაბინდვა მიმდინარეობს კატატონური სტუპორით ან აგზნებით. ხშირად აღინიშნება შიზოფრენიის, იშვიათად – ეპილეფსიისა და თავის ტვინის ორგანული დაავადებების დროს. ამენციისათვის დამახასიათებელია აზროვნების დაუკავშირებლობა, არათანმიმდევრული, დაუკავშირებელი მეტყველება, ხასიათის ცვალებადობა. აღინიშნება მძიმე სომატური დაავადების, ენცეფალიტების, ინტოქსიკაციების დროს. გონების დაბინდვა წარმოიქმნება უეცრად, ხშირად თან ახავს ჰალუცინაციურ-ბოდვითი გაცდები ნაღველის, გაბოროტების, შიშის აფექტით. ქცევა შესაძლებელია იყოს გარეგნულად მოწესრიგებული და ადეკვატური. ხშირად გვხვდება ეპილეფსიის, ისტერიის დროს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 951 times by 534 viewers



