სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

მეანობა

საშვილოსნოს გახევა - წამოადგენს ორსულობისა და მშობიარობის უმძიმეს გართულებას. შესაძლებელია იყოს თავისთავადი, წარმოქმნილი გარეგანი ზემოქმედების გარეშე, და იძულებითი – გარეშე ჩარევით გამოწვეული; გამოხატულების ხარისხის მიხედვით – სრული, რომელიც მოიცავს საშვილოსნის კედლის ყველა შრეს, და არასრული, როდესაც გახევა მოიცავს ენდომეტრიუმსა და მიომეტრიუმს, მაშინ როდესაც პერიმეტრიუმი რჩება დაუზიანებელი. საშვილოსნოს გახევები ვითარდება ნაყოფის წინმდებარე ნაწილსა და მენჯს შორის შეუსაბამობით, თავის გაშლილი და ასინკლიტური მდებარეობით (დიდი ნაყოფი, სამშობიარო არხის რბილი ქსოვილების ნაწიბუროვანი შევიწროება, მცირე მენჯის სიმსივნეები). საშვილოსნოს გახევა აღინიშნება ასევე მისი კედლის პათოლოგიური ცვლილებებით, რაც უკავშირდება ანთებით და დისტროფიულ პროცესებს.

სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ მოსალოდნელ, დაწყებით და დამთავრებულ გახევებს. მოსალოდნელი მიმდინარეობს კლინიკურად სხვადასხვანაირად და დამოკიდებულია გახევის მექანიზმზე. მენჯისა და ნაყოფის ზომების სივრცითი შუსაბამობისას მძაფრი სამშობიარობის მოქმედების დროს სანაყოფო წყლების დაღვრის შემდეგ ვლინდება საშვილოსნოს ქვედა სეგმენტის გაწელვის ნიშნები; საშვილოსნოს იწელება სიგრძეში, კონტრაქციული რგოლი მდებარეობს მაღლა (ჭიპის დონეზე) და ირიბად, საშვილოსნოს კონტურები მოგვაგონებს ქვიშის საათს, საშვილოსნოს მრგვალი იოგები დაჭიმული და მტკივნეულია. საშვილოსნოს ქვედა სეგმენტის პალპაციით მოისინჯება დაჭიმულობა და მტკივნეულობა. მშობიარე მოუსვენრადაა, ბრუნავს, ყვირის; სწრაფად ვითარდება ნაყოფის მუცელშიგა ასფიქსია. საშვილოსნოს მოსალოდნელი გახევის კლინიკური სურათი, რომელიც განპირობებულია საშვილოსნოს კედლის პათოლოგიური ცვლილებებით, ნაკლებ გამოხატულია, ამიტომ იგი ძნელად დიაგნოსტირდება; სამშობიარო მოქმედება სუსტია, ჭინთვები მტკივნეულია, მიუხედავად რეგულარული სამშობიარო მოქმედებისა. ჩნდება უნებლიე და არაეფექტური ჭინთვები თავის მაღლა დგომის დროს მცირე მენჯის შესასვლელში. საშვილოსნოს დაწყებითი გახევისათვის დამახასიათებელია მოსალოდნელი გახევის სიმპტომები, იმ ნიშნების დამატებით, რომლებიც მიუთითებენ საშვილოსნოს კედლის გახევას: საშოდან სისხლიანი გამონადენი, შარდში სისხლის შერევა, ნაყოფის ასფიქსია. საშვილოსნოს დასრულებული გახევა მიმდინარეობს ტიპიური კლინიკური სიმპტომატიკით და ჩვეულებრივ არ იწვევს სირთულეს დიაგონისტიკაში. გახევის მომენტში მშობიარე გრძნობს ძლიერ ტკივილის მუცელში, სამშობიარო მოქმედება შეწყვეტილია, ვლინდება შოკის ნიშნები. ნაყოფი სწრაფად იღუპება, ვლინდება მეტეორიზმი, შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი, საშოდან გამოედინება სისხლი. ნაყოფის მუცლის ღრუში გამოსვლისას მუცელი ღებულობს არასწორ ფორმას, მუცლის კედლიდან მკაფიოდ პალპირდება ნაყოფის წვრილი ნაწილები. ზოგჯერ დიაგნოზი დაგვიანებულია – მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომი პერიოდის პირველ დღეებში, რაც ქმნის პერიტონიტისა და სეფსისის განვითარების საშიშროებას. ამასთან დაკავშირებით, საშვილოსნოს გასკდომაზე ეჭვი ჩნდება მაშინ, როდესაც მშობიარობის შემდეგ და მომყოლის გამოყოფის შემდეგ მშობიარეს უეცრად ეწყება გარეგანი სისხლდენა, საშვილოსნოს ნორმალური შეკუმშვის დროს. საშვილოსნოს გახევაზე ეჭვი ჩნდება ასევე მაშინ, როდესაც მომყოლი რჩება საშვილოსნოში; ასეთ შემთხვევებში საშვილოსნოს ხელით გამოკვლევისას ვლინდება გახევა.

მკურნალობა. მოსალოდნელი და დაწყებითი გახევის დროს აუცილებელია სასწრაფოდ შეწყვეტილ იქნას სამშობიარო მოქმედება ღრმა ნარკოზის დახმარებით. მშობიარე მოსალოდნელი და დაწყებითი გახევის დროს არატრანსპორტაბელურია. მშობიარობა ტარდება ადგილზე. ოპერაციული მეთოდის არჩევა დამოკიდებულია სამეანო სიტუაციაზე (საკეისო კვეთა და სხვ.); დასრულებული გახევა მოითხოვს დაუყონებლივ მუცლის კვეთას ნაყოფის წინასწარი მოცილების გარეშე. ერთდროულად ტარდება შოკისა და კოლაფსიის საწინააღმდეგო ღონისძიებები. ქირურგიული ჩარევის მოცულობა დამოკიდებულია გახევის ხანდაზმულობაზე, ინფექციის არსებობაზე, საშვილოსნოს გახეული ქსოვილების მდგომარეობაზე, გახევის ლოკალიზაციაზე.

პროფილატიკა. ყველა დამძიმებული სამეანო ანამნეზის მქონე ქალი (საკეისრო კვეთა, მიომატოზური კვანძების ამოკვეთა, საშვილოსნოს პერფორაცია აბორტის დროს და სხვ.), რომელთაც აქვთ ვიწრო მენჯი, ნაყოფის არასწორი მდებარეობა, დიდი ნაყოფი და სხვა გართულებები, ქალთა კონსულტაციაში იმყოფებიან განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ და ახორციელებენ მათ ჰოსპიტალიზაციას მშობიარობამდე 2 კვირით ადრე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 3099 times by 1707 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka