სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

თვალის დაავადებები

ეტიოლოგია. ბადურისა და მხედველობის ნერვის დაავადებები, თავის ტვინის, მისი გარსების და სისხლძარღვების დაავადებები, ზოგადი ინტოქსიკაციები, მემკვიდრეობითი  ფაქტორი.

პათოგენეზი. ნერვული ბოჭკოების დესტრუქცია, მათი ჩანაცვლება გლიური და შემაერთებელი ქსოვილით.

norm_mxed_nervi

სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ მხედველობის ნერვის პირველად და მეორად, ნაწილობრივ და სრულ, სტაციონარულ და პროგრესირებად ატროფიას. პირველადი ატროფიის დროს მხედველობის ნერვის დისკო მკრთალია მკაფიო საზღვრებით, აღინიშნება ბრტყელი ექსკავაციის წარმოქმნა, ბადურის არტერიული სისხლძარღვების შევიწროება; მხედველობა დაქვეითებულია. მხედველობის ველი შევიწროებულია, ვლინდება სკოტომები. მეორადი ატროფიის ადრეულ სტადიაში, რომელიც ვითარდება ანთების ან შეგუბებითი მოვლენების შემდეგ, მხედველობის ნერვის მკრთალ დისკოს აქვს არამკაფიო საზღვრები, რამდენადმე წამოწეულია, ბადურის ვენები გაფართოებულია; მოგვიანებით სტადიაში სურათი მოგვაგონებს პირველად ატროფიას. ნაწილობრივი ატროფიის დროს ფუნქციონალური და ოფთალმოსკოპური ცვლილებები ნაკლებადაა გამოხტული, ვიდრე სრული ატროფიის დროს. პროგრესირებადი ატროფია ხასიათდება მხედველობის განუხრელი დაქვეითებით, სტაციონარული – მხედველობითი ფუნქციის სტაბილიზაციით.

mxedv_nerv_atrofia

დიაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ ოფთალმოსკოპურ სურათს და მხედველობითი ფუნქციის დარღვევებს.

მკურნალობა. ზოგადი თერაპია ძირითადი დაავადების მიხედვით. პროგნოზი სერიოზულია. მხედველობის შენარჩუნება ხერხდება მხოლოდ ნაწილობრივი ატროფიის სტაბილიზაციის დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1462 times by 790 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka