ლალი დათეშიძე
ეტიოლოგია და პათოგენეზი. სუბფებრილიტეტი ბავშვებში წარმოადგენს პოლიეტიოლოგიურ სინდრომს; იგი შესაძლებელია განპირობებული იყოს როგორც ქრონიკული ინფექციის კერებით, ასევე რიგი ქრონიკულად მიმდინარე დაავადებებით (ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია, ლიმფოგრანულომატოზი, წამლისმიერი ალერგია, სიმსივნეები, რევმატიზმი და სხვ.). განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თერმონევროზებს, რომლებიც ხასიათდებიან სითბური ცვლის დარღვევებით, ტემპერატურული ცენტრის ფუნქციონალური დაზიანების შედეგად, ქალა – ტვინის ტრავმის ან ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის დროს. ამგვარი სუბფებრილიტეტი ხშირია ბავშვებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ დედის ორსულობისა და მშობიარობის მძიმე მიმდინარეობა, ფიზიკური ან ფსიქიკური ტრავმები, ზოგადი გადაძაბვა. თერმორეგულაციის ფუნქციური დარღვევები რიგ შემთხვევებში შესაძლებელია განპირობებული იყოს მემკვიდრეობითი ფაქტორით.. გარკვეული როლი ენიჭება ჰიპოთალამუსის გაღიზიანებას.
კლინიკური სურათი. სუბფებრილიტეტზე ლაპარაკობენ, როცა სხეულის ტემპერატურა არის 37, 50 C – მდე და გრძელდება 2 კვირა და მეტხანს. სხვა შემთხვევებში ლაპარაკია სუბფებრილურ ცხელებაზე.
დიაგნოზი და დიფერენციალური დიაგნოზი. სუბფებრილიტეტის ყველა შემთხვევების დროს საჭიროა დაწვრილებითი გამოკვლევა. თერმონევროზისათვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის ნორმალიზაცია ძილის დროს და განსხვავების არარსებობა რექტალურ ტემპერატურასა და იღლიისქვეშა ფოსოს ტემპერატურას შორის. ქრონიკული დაავადებების დროს მკურნალობა მიმართულია მთავარი მზეზისაკენ. პროგნოზი და პროფილაქტიკა განისაზღვრება სუბფერილიტეტის მიზეზით.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1886 times by 832 viewers



