მასტენოზირებელი ლარინგიტი

მასტენოზირებელი ლარინგიტი

მასტენოზირებელი ლარინგიტი – ხორხში განვითარებული მწვავე ანთებითი პროცესი, რომელიც ხშირად ვრცელდება სასულესა და ბრონქებზე.
აღინიშნება მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის საწყის პერიოდში;
ზოგჯერ კი წარმოადგენს ბაქტერიული ფაქტორის თანდართვის შედეგს, ასეთ შემთხვევაში მასტენოზირებელი ლარინგიტი განიხილება როგორც მწვავე რესპირატულ-ვირუსული ინფექციის გართულება.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

განსაკუთრებით ხშირად იგი ვითარდება ალერგიული დიათეზის მქონე ბავშვებში.
ადრეულ ასაკის ბავშვებში მიმდინარეობს საკმაოდ მძიმედ და  ხშირად აქვს ტალღისებრი ხასიათი.
ბავშვებში ხორხის შედარებით ვიწრო სანათურის ლორწოვანი გარსის ანთება და შეშუპება იწვევს სუნთქვის გაძნელებას, რომელიც ძლიერდება რეფლექტორული სპაზმით.

კლინიკური სურათი

მასტენოზირებელი ლარინგიტი ვითარდება მწვავედ, ხშირად ღამის საათებში. ზოგჯერ წინ უძღვის ლარინგიტის სიმპტომები (მშრალი, მყეფავი ხველა, ხმის ჩახლეჩა). მასტენოზირებელი ლარინგიტის სიმძიმე განისაზღვრება სტენოზის ხარისხითა და სუნთქვის უკმარისობით.
განასხვავებენ სტენოზის 4 ხარისხს.
I ხარისხის სტენოზი – სუნთქვის ხანმოკლე ან შედარებით გახანგრძლივებული გაძნელება, მაგრამ სუსტად გამოხატული; გაძნელებული სუნთქვის შეტევები იშვიათია; სუნთქვა ხმაურიანია, ხმა ჩახლეჩილია, აღინიშნება მყეფავი ხველა, მცირედი ციანოზი, სუნთქვის უკმარისობა არ ვითარდება.
II ხარისხი – ხასიათდება ბავშვის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, გახანგრძლივებით (5 დღემდე); იგი მოუსვენრადაა, ძლიერდება მყეფავი, უხეში ხველა, ხშირად ვითარდება გაძნელებული სუნთქვის შეტევები; სუნთქვა ხმაურიანია, ისმის გარკვეულ მანძილზე. სტენოზი შესაძლებელია იყოს მუდმივი ან ჰქონდეს გარდამავალი ხასიათი. ზომიერადაა გამოხატული სუნთქვის უკმარისობა. დამახასიათებელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, აღინიშნება გამოხატული სიფერმკრთალე, ტუჩების, კიდურების ციანოზი.
III ხარისხი სტენოზი – სუნთქვის მნიშვნელოვანი და მუდმივი გაძნელება; აღინიშნება ოფლიანობა, ბავშვის მოუსვენრობა, სუნთქვა ფილტვებში შესუსტებულია. აღინიშნება გულ – სისხლძარღვთა უკმარისობის ნიშნები; ასევე მზარდი ჰიპოქსემიის ნიშნები – სიფერმკრთალე, ადინამია. სუნთქვის უკმარისობა მკვეთრად გამოხატულია.
IV ხარისხის სტენოზი – ასფიქსიის სტადია. დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზის მონაცემებსა და კლინიკური სურათს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება უცხო სხეულებთან, რესპირატორულ ალერგოზებთან.

მკურნალობა

განისაზღვრება სტენოზის გამოხატულებით, მისი ხანგრძლივობით, ასევე ტოქსიკოზის არსებობით, რომელიც გამოწვეულია მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით; მნიშვნელობა აქვს ბავშვის ასაკს, მის პრემორბიდულ მდგომარეობას. 1 ხარისხის სტენოზის დროს აუცილებელია სუფთა ჰაერი; მდოგვის საფენები ფეხებზე და ცხელი აბაზანები, დიდი რაოდენობით თბილი სითხე (ჩაი, ბორჯომი, რძე სოდასთან ერთად), ორთქლის ტუტე ინჰალაციები; საჭიროა ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. თუკი სტენოზი არ მცირდება, ადგილი აქვს ტენდეციას გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის პროგრესირებისაკენ, ნაჩვენებია ინტუბაცია ან ტრაქეოსტომია. პროგნოზი III ხარისხის სტენოზისა და ასფიქსიის დროს სერიოზულია. I—II ხარისხის დროს და დროულად დაწყებული მკურნალობისას კეთილსაიმედოა. პედიატრიული დაავადებები