მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

პარაფსორიაზი – დაავადების ეტიოლოგია და პათოგენეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის. განასხვავებენ ლაქოვან, ლიქენურ, ფოლაქისებურ და მწვავე ფორმებს.
სიმპტომები. პარაფსორიაზის ლაქოვანი (წვეთისებური) ფორმის დროს კანისა და კიდურების კანზე უცაბედად ვითარდება ვარდისფერი, ოსპის ზომის, ნახევარრკალისებრი პაპულები, ოდნავ მკვრივი კონსისტენციისა. მათ ზედაპირზე წარმოიქმნება თავისებური აქერცვლები აპკების სახით. პაპულების რაოდენობა თანდათანობით მატულობს, ერთი ნაწილისphoto57jpg-ff1d3-25067 ჩაცხრომის ფონზე წარმოიქმნებიან სხვები. პაპულების პარალელურად ჩნდებიან მცირე ზომის ვარდისფერი ლაქები. წვეთისებური პარაფსორიაზის დიაგნოზის დასმის მიზნით მნიშვნელობა ენიჭება ,,ობლატი” ფენომენს (ელემენტის გარშემო ეპიდერმისის ექსცენტრულად აშრევება), ფარულ აქერცვლას, პურპურას.
ფოლაქისებური პარაფსორიაზი ხასიათდება კანზე სხვადასხვა ზომის, ჯანმრთელ ქსოვილებთან თანდათანობით შერწყმადი ლაქების წარმოქმნით. ლაქების ზედაპირზე შეიმჩნევა აქერცვლა. აფხეკის შემდეგ წერტილოვანი სისხლჩაქცევები არ ვითარდება. ლაქების არსებობა შესაძლებელია ხანგრძლივად, წლობითაც კი. დაზიანება უხშირესად ლოკალიზებულია სხეულის, მუცლის, დუნდულოების, ზედა კიდურების, ბარძაყების კანის მიდამოებში.
ლიქენოიდური პარაფსორიაზი - ძალიან იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც გამონაყარს გააჩნია მოვარდისფრო ან რუხი – წითელი ფერის, მცირე ზომის მკვრივი კვანძების სახე; ერწყმიან რა ერთმანეთს, ისინი წარმოქმნიან ზოლებს, რომლებიც განლაგებულნი არიან ბადის ფორმით. პაპულების ზედაპირზე აღინიშნება უმნიშვნელო აქერცვლა. მწვავე პარაფსორიაზის დროს (ვარიოლიფორმული) ცენტრში ერთბაშად ჩნდება დიდი რაოდენობით პაპულები, რომლებიც წარმოქმნიან სისხლჩაქცევებს, ჰემორაგიულ ბუშტუკებს, ეს უკანასკნელნი შრებიან შავი ფერის მკვრივი ქერქების სახით. პაპულები 2 – 3 კვირის შემდეგ თვითნებურად უკუვითარდებიან და ზედაპირებზე ტოვებენ უმნიშვნელო ნაწიბურებს. არც თუ იშვიათად დაავადებას თან ახლავს ტემპერატურის მომატება და შეუძლოდ ყოფნა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1001 times by 663 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri