მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

წვეტიანი კონდილომები (pointed condyloma) – მეჭეჭების სახესხვაობა რბილი წილაკოვანი წანაზარდებით, ხშირად ანოგენიტალურ მიდამოში ლოკალიზაციით. გამომწვევია ფილტრში გამავალი ვირუსი. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან პირდაპირი კონტაქტით. კონტაგიოზურობა მაღალი არ არის. კონდილომების განვითარებას ხელს უწყობს კანის და ლორწოვანი გარსების ხანგრძლივი მაცერაცია. წვეტიანი კონდილომები წარმოადგენენ წილაკოვან და ძაფისებურ წანაზარდებს, რომელიც მოგვაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს. ისინი088_05 მიდრეკილნი არიან დაჯგუფებისაკენ, აქვთ რბილი კონსისტენცია, ტენიანი ხაოიანი ზედაპირი, შევიწროებული ფუძე, სხადასხვა ზომები, არიან მტკივნეულნი, ახლავთ არასასიამოვნო სუნი. ძირითადი ლოკალიზაციაა ჩუჩა, მცირე სასქესო ბაგეები, პერიანალური მიდამო. სიფილისური ფართო კონდილომებისაგან განსხვავდებიან ფუძის შევიწროებით, წილაკოვანი სტრუქტურით, რბილი კონსისტენციით.
მკურნალობა. კონსერვატული თერაპიის წარუმატებლობის დროს – ელექტროკოაგულაცია, ბასრი კოვზით მოფხეკა ან ქირურგიული მოკვეთა. რეციდივების პროფილაქტიკა: ჰიგიენური მოვლა, პათოლოგიური გამონადენის ლიკვიდაცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1857 times by 1120 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri