სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე
პედიატრიული დაავადებები

სპაზმოფილია – ადრეული ასაკის ბავშვების დაავადება; ვლინდება ჰიპოკალციემიით გამოწვეული ტონური და კლონურ-ტონური კრუნჩხვებით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. რაქიტის დროს სისხლის შრატში კალციუმის დონე ქვეითდება; კალციუმის დონის დაქვეითების გამო მნიშვნელოვნად მატულობს ნერვული სისტემის აგზნებადობა, თითქმის კრუნჩხვით სინდრომამდე. ვიტამინი D უკმარისობის, ან მისი ჭარბი დოზის, ან ზაფხულის თვეებში ჭარბი ინსოლაციის დროს ძვლებში შედის იმაზე მეტი კალციუმი, ვიდრე შეიწოვება ნაწლავში. კალციუმის შეწოვა ირღვევა ასევე საჭმლის მონელების დარღვევებისა და ნაწლავური ინფექციების დროსაც.
კლინიკური სურათი. ლატენტური სპაზმოფილია ვლინდება ხვოსტეკის სიმტომების გამოკვლევისას, ასევე ტრუსოს, პერონეალური და ულნარული ფენომენების დროს. მანიფესტური სპაზმოფილია ვლინდება გენერალიზებული ტონური და კლონური კრუნჩხვებით, კარპოპედალური სპაზმით (,,მეანის ხელი” და ტერფის ექვინოვარუსული მდებარეობა), ზოგჯერ ლარინგოსპაზმის შეტევით. დიაგნოზს ადგენენ რაქიტის ნიშნებისა და ნერვულ-კუნთოვანი აგზნებადობის სიმპტომების არსებობით, ასევე ჰიპოკალციემიის გამოვლინების საფუძველზე. დიფერენციალური დოაგნოზი ტარდება ჰიპოპარათირეოზთან, თირკმლისმიერ ოსტეოდისტროფიასთან, ეპილეფსიასთან.
მკურნალობა. ტარება შესაბამისი მკურნალობა; პროგნოზი დროულად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1171 times by 553 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka