სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

ფავუსი (ქეცი) (favus) – კანის, თმების, ფრჩხილების სოკოვანი დაავადება; გამომწვევია Тг. Schonleinii, რომელიც აზიანებს ეპიდერმისს (ჩვეულებრივ რქოვან შრეს), შესაძლებელია შეაღწიოს დერმაში, გავრცელდეს ჰემატოგენურად. კონტაგიოზურობა მაღალი არ არის. წყაროა დაავადებული ადამიანი. მიკოზის გადაცემა ხშირად ხდება ბავშვობის ასაკში, მჭიდრო და ხანგრძლივი ოჯახური კონტაქტის დროს. წინასწარგანმწყობი ფაქტორია ორგანიზმის დაუძლურება ქრონიკული დაავადებების, სხვადასხვა ინტოქსიკაციების, არასრულფასოვანი და არასაკმარისი კვების შედეგად. გვხვდება ნებისმიერ ასაკში.
კლინიკური სურათი. განსაკუთრებით ტიპიურია სკუტულარული ფორმა. დაზიანებული თმები ხდება თხელი, მშრალი, მტვრევადი და თითქოსდაfavusi დამტვერილი, თუმცა ისინი არ ტყდებიან და ინარჩუნებენ სიგრძეს. პათოგნომური ნიშანია სკუტულა – თავისებური ყვითელი – მორუხო ფერის ქერქი, წამოწეული კიდეებით. სკუტულები მატულობენ ზომებში, ერწყმიან ერთმანეთს, წარმოქმნიან დიდი ზომის კერებს. შედგებიან სოკოს ელემენტების, ეპიდერმისის უჯრედებისა და ცხიმოვანი დეტრიტის გროვისაგან. დამახასიათებელია ავადმყოფისაგან ე. წ. ,,თაგვის სუნი”. სკუტულების მოძრობის შემდეგ შიშვლდება ატროფული ზედაპირი, რომელიც ადვილად იკრიბება თხელ ნაკეცებად, მსგავსად სიგარეტის ქაღალდისა. ზოგჯერ პროცესს ერთვის რეგიონალური ლიმფადენიტი. თავის ნაწილის ფავუსის სქვამოზური ფორმა ხასიათდება დიფუზური აქრეცვლით, ხოლო იმპეტიგინური – ქერქების დაშრევებებით; თმების დაზიანება და გამოსავალი ისეთივეა, როგორიც სკუტულარული ფავუსის დროს. გლუვ კანზე, რომლის დაზიანებაც იშვიათია და ჩვეულებრივ შერწყმულია თავის დაზიანებასთან, ლაგდება შემოსაზღვრული ერითემატოზულ – სქვამოზური, მსუბუქად ანთებადი ლაქები არასწორი მოხაზულობით, რომლის ფონზეც შესაძლებელია წარმოიქმნას მცირე სკუტულები. ნაწიბუროვანი ატროფია არ წარმოიქმნება. ცნობილია შინაგანი ორგანოების დაზიანება, ლეტალური გამოსავლით.
დიაგნოზი სკუტულარული ფორმის დროს რთული არ არის. სხვა ფორმების დროს იგი მოითხოვს ლაბორატორიულ დადასტურებას.
მკურნალობა ტარდება სტაციონარის პირობებში; შიგნით მისაღებად – გრიზეოფულვინი, ნიზორალი; ადგილობრივად – იოდი, მაზები; თანმხლები დაავადების თერაპია, არასპეციფიკური იმუნოთერაპია.
პროგნოზი. მკურნალობის გარეშე პროცესი შესაძლებელია გაგრძელდეს განუსაზღვრელად დიდი ხნის განმავლობაში; შინაგანი ორგანოების დაზიანების დროს – ჩვეულებრივ ცუდია.
პროფილაქტიკა. ავადმყოფის ოჯახის წევრების გულდასმითი გასინჯვა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1464 times by 933 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka