სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

თვალის დაავადებები

თვალის დამწვრობა – წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურის (თერმული დამწვრობები) ან ქიმიური ნივთიერების (ქიმიური დამწვრობები) ზემოქმედებით.
სიმპტომები. განასხვავებენ ქუთუთოების, კონიუნქტივისა და რქოვანას დამწვრობის 4 ხარისხს. პირველი ხარისხის დამწვრობის დროს (მსუბუქი დამწვრობა) – აღინიშნება თვალის თერმოქიმიური დამწვრობაქუთუთოების და კონიუქტივის ჰიპერემია, რქოვანას ზედაპირული შემღვრევა ან მისი ეროზია; მეორე ხარისხის დამწვრობისათვის დამახასიათებელია ქუთუთოების კანზე ბუშტუკების, კონიუნქტივაზე აპკის წარმოქმნა და რქოვანას ზედაპირული შემღვრევა. მესამე ხარისხის დამწვრობის დროს (მძიმე დამწვრობა) – ქუთუთოების ღრმა ნეკროზი და რქოვანას ღრმა შემღვრევა, რომელიც მოგვაგონებს ,,მქრქალ მინას. მეოთხე ხარისხის დამწვრობა (ძალიან მძიმე დამწვორბა) გამოირჩევა კანის, კონიუნქტივის და სკლერის გავრცელებული ნეკროზით და რქოვანას ძალიან ღრმა შემღვრევით, რომელიც მოგვაგონებს ,,ფაიფურის ფირფიტას. ნეკროზული უბნების მოცილების შემდეგ შიშვლდება წყლულოვანი ზედაპირი, რომელიც ხორცდება ნაწიბურების წარმოქმნით, რაც ამოკლებს ლორწოვან გარსს. რქოვანაში რჩება სხვადასხვა ინტენსივობის შემღვრევები. მძიმე დამწვრობის დროს წარმოიქმნება შეხორცებები სკლერის კონიუქტივასა და ქუთუთოების კონიუნქტივას შორის (სიმბლეფარონი). დამწვრობა შეიძლება გართულდეს ირიტით, ირიდოციკლიტით, მეორადი გლაუკომით, ხოლო ინიფიცირების დროს – ენდოფტალმიტით.

მკურნალობა. თვალის ქიმიური დამწვრობის დროს პირველი დახმარება ითვალისწინებს კონიუნქტივის პარკის კარგად გამორეცხვას წყლით ან კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით. თუკი არის შესაძლებლობა, ტუტეებით დამწვრობის დროს უმჯობესია დაზიანებული თვალის გამორეცხვა 2-4%-იანი ბორმჟავას ხსნარით ან 0,1%-იანი ძმარმჟავათი. კონიუნქტივის პარკში დარჩენილი ქიმიური ნივთიერების ნაწილებს დიკაინის 0,25-0,5%-იანი ხსნარით ანესთეზიის შემდეგ იღებენ სველი ტამპონის, პინცეტის ან ნემსის დახმარებით. ქიმიური ნივთიერებიდან გათავისუფლების შემდეგ კონიუნქტივის პარკში შეჰყავთ დეზინფექციური ხსნარები და მაზები. მათ იყენებენ თვალის თერმული დამწვრობის დროსაც. შეჰყავთ ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი. შემდგომში მკურნალობა ტარდება სტაციონარში.

პროგნოზი პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობის დროს, როგორც წესი, კეთილსაიმედოა. მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობები არაიშვიათად იწვევენ ქუთუთოების ნაპირების ცვლილებებს, მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1112 times by 500 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka