სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სიმსივნური დაავადებები

ხორხის კიბო შეადგენს დაახლოებით 2%-ს ყველა ავთვისებიანი სიმსივნეებისა. მამაკაცებში იგი 8-9-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში. ლოკალიზებული სიმსივნეები აღინიშნება ავადმყოფთა 60%-ში; შემთხვევათა 30%-ში ვლინდება რეგიონალური მეტასტაზები, და 10%-ში – შორეული მეტასტაზები. ძირითადი ჰისტოლოგიური ფორმაა – ბრტყელუჯრედოვანი კიბო. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება ხორხის ნაოჭზედა ნაწილი (70%), შემდეგ ნაოჭისა (28%) და ნაოჭქვედა ნაწილი (2%).
ხორხის ნაოჭზედა ანუ ვესტიბულური  კიბო გამოირჩევა ავთვისებიანი მიმდინარეობით. სიმსივნე ჩვეულებრივ ვრცელდება ზევით და წინ ენის ვალეკულებზე, ენის ფესვსა და ხორხსარქველის წინ. დასაწყისში დაავადება

xorxis kibo

მიმდინარეობს უსიმპტომოდ. შემდგომში წარმოიქმნება  უსიამოვნო შეგრძნება ყლაპვის დროს, მოგვიანებით ვლინდება ტკივილიც. დათვალიერებისას აღინიშნება ბორცვისებრი წანაზარდი ან ინფილტრატი. მბგერავი იოგების კიბოს დროს ძირითადი სიმპტომია ხმის ჩახლეჩა, რომელიც გადადის აფონიაში. ფიბროლარინგოსკოპიით ვლინდება ახალწარმონაქმნი, რომელიც ახდენს მბგერავი იოგის ინფილტრირებასა და გამოდის ხორხის სანათურში.
ნაოჭქვედა კიბოს დროს ძირითადი სიმპტომია სუნთქვის გაძნელება და ხმის ჩახლეჩა. გავრცელებული კიბოს დროს-ხველა ნახველით, ლპობითი სუნი პირიდან.
I და II სტადიის ვესტიბულური კიბოს მკურნალობა სხივური თერაპიაა, მესამე და მეოთხე სტადიაში-კომბინირებული მკურნალობა (სხივური თერაპია + ლარინგექტომია), ზოგჯერ რეზექცია ან ლარინგექტომია. მბგერავი იოგების კიბოს პირველ და მეორე სტადიაში შესაძლებელია სხივური თერაპიის გამოყენება ან ქირურგიული ოპერაცია. მესამე და მეოთხე სტადიის კიბოს დროს ნაჩვენებია კომბინირებული მკურნალობა. ნაოჭქვედა კიბოს, პირველ და მეორე სტადიაში, მკურნალობენ ოპერაციული გზით, მესამე და მეოთხე სტადიებში ოპერაციის შემდეგ ატარებენ სხივურ თერპიას. დაავადების გავრცელებულ სტადიებზე შესაძლებელია ქიმიოპრეპარატების დანიშვნა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1549 times by 867 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka