სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სიმსივნური დაავადებები

განვითარების წყაროს მიხედვით განასხვავებენ: ფიბროსარკომას, მეზენქიომას, ლიპოსარკომას, ჰისტიოციტომას, ლეიომიოსარკომას, რაბდოსარკომას, სინოვიურ სარკომას, ანგიოსარკომას, ლიმფანგიოსარკომას, ჰემანგიოპერიციტომას, ავთვისებიან შვანომასა და ნევრინომას. სიმსივნე შესაძლებელია მდებარეობდეს კიდურების, ტანის, პერიტონეუმისგარეთა და სხეულის სხვა მიდამოს რბილ ქსოვილებში. რბილი ქსოვილების სარკომები შეადგენენ 1%-ს ყველა ავთვისებიანი სიმსივნისა. ადრეული დიაგნოზი მნიშვნელოვანია პროგნოზისათვის. რბილი ქსოვილების სიმსივნის აღმოჩენისას საჭირო არ არის დინამიური დაკვირვების მეთოდის გამოყენება. დიაგნოსტირებისას  შეცდომები ხშირია, დიაგნოზის დადგენის ვადა ხშირად გრძელდება 6-12 თვემდე. აუცილებელია სიმსივნის ბიოფსია ან ამოკვეთა. რბილი ქსოვილების სარკომას მიდრეკილება აქვთ რეციდივისაკენ ოპერაციის შემდეგ, განსაკუთრებით როდესაც სიმსივნე ნაკლებდიფერენცირებული და ზომით 5 სმ-ზე მეტია. რეგიონალური მეტასტაზები ვლინდება ფილტვებში, იშვიათად სხვა ორგანოებში. რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები დიაგნოსტირდება ავადმყოფთა მხოლოდ 5-20%-ში. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კეთილთვისებიან სიმსივნეებთან, რომლებიც გაცილებით ხშირია, ვიდრე ავთვისებიანი. დიაგნოზი ემყარება მორფოლოგიური გამოკვლევების მონაცემებს (ფიბრომა, ლიპომა, ლეიომიომა, რაბდომიომა და სხვ.).
მკურნალობა. მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. მნიშვნელოვანია მიმდებარე ქსოვილების ფართო ამოკვეთა. სიმსივნის რეციდივის რისკის შესამცირებლად ოპერაციის შემდეგ იყენებენ სხოვურ თერაპიას; განსაკუთრებით მგრძნობირეა ემბრიონული  რაბდომიოსარკომები. ქიმიოთერაპიას სხივურ თერაპიასთან, ან მის გარეშე მიმართავენ არაოპერაბელური სიმსივნისა და მეტასტაზების დროს. ფილტვებში ერთეული მეტასტაზების დროს შესაძლებელია მათი ოპერაციული ამოკვეთა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1356 times by 560 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka