ენდომეტრიოზი

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობისა და მოვლის საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ   ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ენდომეტრიოზი endometriosis

ენდომეტრიოზი – ენდომეტრიუმის ჰეტეროტოპია ორგანოებსა და ქსოვილებში, სადაც იგი ნორმაში არ არის. ენდომეტრიუმის უბნები იმპლანტირდება სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში; შესაძლებელია პროცესის გადატანა ჰემატოგენური გზით. ენდომეტრიული ჩანართები შესაძლებელია აღინიშნოს საშვილოსნოს სისქეში (ადენომიოზი), საშვილოსნოს მილებში, მცირე მენჯის პერიტონეუმში, მიმდებარე ქსოვილებში, საშოში, საშვილოსნოს ყელში ჩაზრდით, საკვერცხეში ცისტების წარმოქმნით (,,შოკოლადის  ცისტები”), ნაწიბურებისას საკეისრო კვეთის შემდეგ, იშვიათად – საშვილოსნოდან დაშორებულ ორგანოებსა და ქსოვილებში.
არაიშვიათად ენდომეტრიოზს თან ახლავს პერიფოკალური ანთებაც. ენდომეტრიოზის გავრცელება და განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული საკვერცხეების ფუნქციასთან. ბუნებრივი ან ხელოვნური მენოპაუზის დროს ენდომეტრიოზის კერები ექვემდებარებიან უკუგანვითარებას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ტკივილი და ენდომეტრიოზით დაზიანებული ორგანოების გადიდება მენსტრუალური სისხლდენის დღეებში. შემდეგში ტკივილი გაივლის, ხოლო წარმონაქმნები მცირდება.
ადენომიოზისათვის დამახასიათებელია ჰიპერპოლიმენორეა. ეს სიმპტომები განპირობებულია ენდომეტრიუმის უჯრედების პრედმენსტრუალური გაფუებითა და მისი ნაწილობრივი ჩამოფრცქვნით, და მთლიანობაში დამოკიდებულია საკვერცხის ციკლურ მოქმედებაზე; მენოპაუზის დროს ქრება.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


დიაგნოზი

ეყრდნობა ციკლური სიმპტომების გამოვლინებას, რომლებიც შეესაბამებიან მენსტრუალურ ციკლს და მოცულობაში ცვლად წარმონაქმნების არსებობას. ზოგჯერ ადენომიოზი ვლინდება საშვილოსნოს რენტგენოგრაფიით, რომელიც ტარდება მენსტრუაციის მე-3-4 დღეზე.

მკურნალობა

კონსერვატული მკურნალობა ითვალისწინებს ჰორმონული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც იწვევენ საკვერცხის ფუნქციის დათრგუნვას. ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ საკვეცხის ცისტების, საშვილოსნოს ადენომიოზის დროს, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა, ან რექტოვაგინალური ენდომეტრიოზის დროს.
ქირურგიულ მკურნალობას წინ უძღვის ჰორმონული მკურნალობა და მხოლოდ მისი უეფექტობის შემთხვევაში ტარდება ოპერაცია.

პროგნოზი

დროულად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.  

ენდომეტრიოზილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ენდომეტრიოზი – ენდომეტრიუმის ჰეტეროტოპია ორგანოებსა და ქსოვილებში, სადაც იგი ნორმაში არ არის
🔎 ენდომეტრიული ჩანართები შესაძლებელია აღინიშნოს:
✔️ საშვილოსნოს სისქეში (ადენომიოზი);
✔️ საშვილოსნოს მილებში;
✔️ მცირე მენჯის პერიტონეუმში;
✔️ მიმდებარე ქსოვილებში;
✔️ საშოში;
✔️ საშვილოსნოს ყელში ჩაზრდით;
✔️ საკვერცხეში ცისტების წარმოქმნით
📌 დიაგნოზი ეყრდნობა ციკლური სიმპტომების გამოვლინებას, რომლებიც შეესაბამებიან მენსტრუალურ ციკლს და მოცულობაში ცვლად წარმონაქმნების არსებობას
🩻 ზოგჯერ ადენომიოზი ვლინდება საშვილოსნოს რენტგენოგრაფიით, რომელიც ტარდება მენსტრუაციის მე-3-4 დღეზე
💊 კონსერვატული მკურნალობა ითვალისწინებს ჰორმონული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც იწვევენ საკვერცხის ფუნქციის დათრგუნვას
💉 ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ საკვეცხის ცისტების, საშვილოსნოს ადენომიოზის დროს, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა, ან რექტოვაგინალური ენდომეტრიოზის დროს.
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3CWO0aT

#ენდომეტრიოზი #რაარისენდომეტრიოზი #ენდომეტრიოზისსიმპტომები #ენდომეტრიოზისნიშნები #ენდომეტრიოზისდიაგნოსტიკა #ენდომეტრიოზისმკურნალობა #უნაყოფობა #მტკივნეულიშარდვა #ვაგინალურისისხლდენა #დიარეა #ყაბზობა #გულისწრევა #წელისტკივილი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


(2) ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენდომეტრიოზი – (ენდომეტრიოიდული ჰეტეროტოპია) (გინეკ.) მორფოლოგიურად და ფუნქციურად ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილების გაზრდა სასქესო აპარატის სხვადასხვა ნაწილში. ენდომეტროიდული ქსოვილი განიცდის ციკლურ ცვლილებებს, გააჩნია გარშემო ქსოვილებში გავრცელებისა და მასიური შეხორცებითი პროცესების წარმოქმნის შესაძლებლობა.
განარჩევენ ენდომეტრიოზის შემდეგ ლოკალიზაციებს: გენიტალური – შიგნითა (ადენომიოზი, საშვილოსნოს სხეულის დაზიანება) და გარეთა (სასქესო სისტემის სხვა ნაწილები); ექსტრაგენიტალური – რომელიც დაკავშირებული არ არის სასქესო ორგანოებთან.
სიმპტომები, მიმდინარეობა – დაკავშირებულია მის ლოკალიზაციაზე. თუმცა არის სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ნებისმიერი ლოკალიზაციისთვის: ტკივილები, რომლებიც განსაკუთრებით მკვეთრად არის გამოხატული მენსტრუაციის წინა და მენსტრუაციის პერიოდში და განპირობებულია ენდომეტრიოიდულ წარმონაქმნებში სისხლის დაგროვებით. ამითვე განპირობებულია აღინიშნული წარმონაქმნების ზრდა მენსტრუაციის დროს. უხშირესად გვხვდება საკვერცხეების ენდომეტრიოიდული კისტები, ადენიმიოზი (საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზი), ყელისუკანა ენდომეტრიოზი, მენჯის პერიტონეუმის ენდომეტრიოზი. ექტრაგენიტალური ფორმებიდან ხშირად აღინიშნება ჭიპისა და მუცლის წინა კედლის პოსტოპერაციული ნაწიბურების ენდომეტრიოზი.
დიაგნოზის დასმა ხდება ანამნეზის მონაცემების, გინეკოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე. აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება გამოკვლევის დამატებითი მეთოდები – კოლპოსკოპია, ლაპარასკოპია, ბიოფსია და სხვა. ენდომეტრიოზი – სხვადასხვა ორგანოებში ქსოვილთა უბნების გაჩენა, რომელიც თავისი აგებულებით მსგავსია საშვილოსნოს ლორწოვანი გარსისა და ექვემდებარება მენსტრუალური ციკლის შესაბამის ციკლურ ცვლილებებს (როგორც წესი დესქვამაციის გარეშე)


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.