სისხლმბადი ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სისხლმბადი ორგანოები – ჰემოპოეზური ორგანოები, ორგანოები, რომელთა მთავარი ფუნქციაა სისხლის უჯრედების წარმოქმნა. სისხლმბადი ორგანოებს განეკუთვნება ძვლის წითელი ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, მკერდუკანა ჯირკვალი. მოზრდილი ძუძუმწოვრებისა და ადამიანის მთავარი სისხლმბადი ორგანოებია ძვლის წითელი ტვინი, სადაც წარმოიქმნება ერითროციტები, გრანულოციტები (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები), აგრანულოციტები (ლიმფოციტების ნაწილი, მონოციტები) და სისხლის ფირფიტები (ჰემოდამელები  –  თრომბოციტები). დანარჩენ სისხლმბად ორგანოებში ძირითადად ლიმფოციტები ვითარდება. მხოლოდ ზოგიერთი ძუძუმწოვრის (ერთგასავლიანების, მწერიჭამიების, ჩანთოსნების, უმდაბლესი მღრღნელების) ელენთაშია შენარჩუნებული გრანულოციტებისა და ერითროციტების წარმოქმნა. სისხლმბად ორგანოებში სისხლის უჯრედების წარმოქმნას უზრუნველყოფს მათში დასაბამი (ღეროვანი უჯრედების არსებობა, რომლებიც საერთოა ყველა სისხლმბადი ქსოვილისათვის. გ. პაპიძე. [“1”] 2.  ადამიანისა და ცხოველების ორგანოები, რომლებშიც წარმოიქმნება სისხლისა და ლიმფის უჯრედები. მათ მიეკუთვნება ლიმფური კვანძები, ძვლის ტვინი, ელენთა, თიმუსი (მკერდუკანა ჯირკვალი)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა