Tag Archives: მოზრდილი

ათირეოზი

ათირეოზი – (athireosis; ბერძ. a – უარყ. + thireos ფარი + osis) ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი უქონლობა. 2. ათირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების უკმარისობა ან არარსებობა;ჩვილებში იწვევს კრეტინიზმს,მოზრდილებში კი მიქსედემას.  განმარტებითი ლექსიკონი

სისხლმბადი ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლმბადი ორგანოები – ჰემოპოეზური ორგანოები, ორგანოები, რომელთა მთავარი ფუნქციაა სისხლის უჯრედების წარმოქმნა. სისხლმბადი ორგანოებს განეკუთვნება ძვლის წითელი ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, მკერდუკანა ჯირკვალი. მოზრდილი ძუძუმწოვრებისა და ადამიანის მთავარი სისხლმბადი ორგანოებია ძვლის წითელი ტვინი, სადაც წარმოიქმნება ერითროციტები, გრანულოციტები (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები), აგრანულოციტები (ლიმფოციტების ნაწილი, მონოციტები) და სისხლის ფირფიტები

Read More