პოლინოზი

პოლინოზი

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

პოლინოზი – ალერგიული დაავადება, იგივეა, რაც თივის ცხელება.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

პოლინოზი სეზონური ხასიათის ალერგიული დაავადებაა, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა მცენარეების მტვრის მიმართ მომატებული მგრძნობელობით, სენსიბილიზაციით, ახასიათებს სასუნთქი გზების, კონიუნქტივის, კანის, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემისა  და შინაგანი ორგანოების  დაზიანება.

სიმპტომები, მიმდინარეობა

პოლინოზის გამოვლინებები შეიძლება იყოს:

პოლინოზის სიმპტომები:

  • ქავილისა და წვის შეგრძნება ცხვირში
  • ხშირი ცემინება
  • უხვი გამონადენი ცხვირიდან და გაძნელებული სუნთქვა
  • ქუთუთოების ქავილი და სიწითლე, შეშუპება, ცრემლდენა, თვალებში „ქვიშის“ შეგრძნება
  • შეტევითი ხასიათის სუნთქვის უკმარისობა, ხველა
  • ქავილი და გამონაყარი კანზე

პოლინოზის სიმპტომები ჩვეულებრივ მეორდება წლების განმავლობაში, წელიწადის ერთსა და იმავე დროს და შესაძლოა გაგრძელდეს ორი კვირიდან ხუთ თვემდე

გართულებები

პოლინოზის თვითგანკურნება არ ხდება იშვიათი შემთხვევების გარდა, ყოველ მომდევნო სეზონზე ალერგიული სიმპტომები უფრო და უფრო მძაფრდება. ალერგიული რინიტი ადექვატური მკურნალობის არარსებობისას, შესაძლოა გადაიზარდოს  ბრონქული ასთმაში.

დიაგნოსტიკა

პოლინოზის დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანია ალერგიული ანამნეზი, კანის სინჯები ალერგენებზე, პროვოკაციული სინჯები, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა – სპეციფიური იმუნოგლობულინ E -ს განსაზღვრა

მკურნალობა

პოლინოზის მკურნალობაში უმთავრესია გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა, ალერგენთან კონტაქტის თავიდან აცილება. რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, გამწვავების პერიოდში  გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები.
პოლინოზის მკურნალობის ეფექტური მეთოდია  სპეციფიური იმუნოთერაპია, რაც მიმართულია ალერგენებზე ორგანიზმის მგრძნობელობის შემცირებისაკენ. ეს არის ერთადერთი მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას დაავადების ხანგრძლივი და მდგრადი რემისია.

პროფილაქტიკა

უშუალოდ გამწვავების სეზონზე ალერგიის პროფილაქტიკის მიზნით თავი უნდა მოარიდოს ავადმყოფმა დილაობით, ქარიან ამინდში გარეთ გამოსვლას, ქალაქგარეთ გასვლას, სადაც მოყვავილე მცენარეებია. ასევე ავადმყოფმა თავი უნდა აარიდოს მცენარეულ კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებებს, საკვები რაციონიდან უნდა იქნეს ამოღებული ალერგიის გამომწვევი საკვები პროდუქტები.
ყვავილობის სეზონის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ექიმ-სპეციალისტის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი, სხვაგვარად  დაავადება თანდათანობით გართულდება.

პოლინოზილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🌳 გაზაფხულის დადგომასთან ერთად მეტად აქტუალური გახდა ე.წ. “გაზაფხულის ალერგია” – პოლინოზი
🤧 პოლინოზი სეზონური ხასიათის ალერგიული დაავადებაა, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა მცენარეების მტვრის მიმართ მომატებული მგრძნობელობით და ახასიათებს სასუნთქი გზების, კონიუნქტივის, კანის, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და შინაგანი ორგანოების დაზიანება
💥 პოლინოზის გამოვლინებებია: ➡ სეზონური ალერგიული რინიტი; ➡ სეზონური ალერგიული დერმატიტი; ➡ სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტი; ➡ მტვრისმიერი ბრონქული ასთმა
💊 პოლინოზის მკურნალობა მოიცავს:
✔️ გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას;
✔️ ალერგენთან კონტაქტის თავიდან აცილებას;
✔️ ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებას
💬 დაინტერესდით?
🌐 შეიტყვეთ მეტი პოლინოზის მიმდინარეობისა და მკურნალობის შესახებ
👇 https://bit.ly/3OMFb7C
#გაზაფხულისალერგია #პოლინოზი #ალერგიულირინიტი #სურდო #ცემინება #თვალებისქავილი #ყელისტკივილი #დერმატიტი #კონიუქტივიტი #მტვირსმიერიბრონქულიასთმა

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

________________________________________________

  • ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
  • ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
  • ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
  • თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ალერგოლოგია და იმუნოლოგია

..