სქესის განსაზღვრა

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N5, იანვარი, 2010 წ.

შემუშავებულია ნაყოფის სქესის დადგენის ახალი, უსაფრთხო მეთოდი

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ნაყოფის სქესის განსაზღვრის მეთოდი ორსულობის ადრეულ სტადიებზე. გამოკვლევები ტარდებოდა 2003-2009 წლებში და მასში მონაწილეობა მიიღო 201 ორსულმა ნიდერლანდელმა ქალმა. ანალიზები ჩაუტარდა 189 ქალს; ყველა მიღებული შედეგი აღმოჩნდა სწორი და მზად იყო 2-4 დღეში.
ახალი მეთოდის უპირატესობა იმაშია, რომ ბავშვის სქესის დადგენა ხდება ორსულობის მე-5 კვირაზე, დედისა და მამის სისხლის ნიმუშების მიხედვით. მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: ორსული ქალის სისხლიდან გამოყოფენ დნმ-ს და იკვლევენ მასში Y-ქრომოსომების გენების (SRY) და DYS-14 გენის არსებობას, რომლებიც განსაზღვრავენ ბავშვის მამრობით სქესს.
რაც შეეხება ნაყოფის მდედრობით სქესს, მეცნიერებმა შეიმუშავეს დედის სისხლში დნმ-ის ფრაგმენტების გამოყოფის ტექნოლოგია; ეს ფრაგმენტები მამისათვის ინდივიდუალურად სპეციფიკურია. თუკი ასეთი ფრაგმენტი გამოვლინდა და ამასთანავე, Y-ქრომოსომის ფრაგმენტი არ აღმოჩნდა, ნაყოფი მდედრობითი სქესისაა.
მეცნიერების ჯგუფის ხელმძღვანელი პიტერ შეფერი თვლის, რომ ეს მეთოდი გამორიცხავს ბავშვის სქესის დადგენის ტრადიციულ მეთოდებთან დაკავშირებულ გართულებებს.
პიტერ შეფერმა ასევე აღნიშნა, რომ სქესის ადრეულ სტადიებზე დადგენა საშუალებას იძლევა საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს სასქესო ქრომოსომებთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი პათოლოგიების გამოვლინების დამატებითი კვლევები.

აღებულია

Share this...Share on Facebook
Facebook