დიათეზი

დიათეზი ბავშვებში

ბავშვებში პირველი ალერგიული რეაქცია ყოველთვის დაკავშირებულია რაიმე საკვების მიღებასთან და ვლინდება გამონაყრის ან დერმატიტის სახით.
ბავშვების უმრავლესობაში დერმატიტები უკვალოდ გაივლის, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისეც, რომ 5-7 წლის ასაკში, ან მოზარდობის ასაკში, ალერგიული რეაქცია კვლავ იჩენს თავს. ამიტომ ბავშვებში დიათეზის მკურნალობა საჭიროა დაიწყოს ადრეულ სტადიებზე.


,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები  
ბავშვის მაკრატელი  
ბავშვის წყლის თერმომეტრი  
საბავშვო კრემები
 საბავშვო ზეთები  
 საბავშვო ტალკი (პუდრი)
 საბავშვო ლოსიონები  
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებებ
 საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ბავშვის თმის კონდიციონერები  
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
 ბავშვის კბილის ჯაგრისები


თუკი თქვენ დაადგინეთ, რა პროდუქტებზე რეაგირებს თქვენი პატარა, აუცილებლად უნდა გამორიცხოთ ეს პროდუქტები ბავშვის რაციონიდან. ამასთან რეკომენდებულია კანის სინჯისა და სისხლის ანალიზის ჩატარება.
სანამ ანალიზის პასუხებს მიიღებდეთ, მენიუდან უნდა ამოიღოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს; უხშირესად ესენია: ციტრუსები, შოკოლადი, ნიგოზი, თევზი, ზღვის პროდუქტები.
ზოგადი პროფილაქტიკა არ გამორიცხავს კონკრეტული ალერგიული პროდუქტის გამოვლინებას, ვინაიდან ალერგიის მიზეზი ზოგჯერ შეიძლება იყოს, მაგალითად, ჩვეულებრივი წიწიბურა, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება.
დიათეზის გამწვავების დროს ზოგჯერ ექიმი ნიშნავს ჰორმონის შემცველ მაზს. ბევრი მშობელი ეჭვის თვალით უყურებს ჰორმონულ საშუალებას, რადგან სმენიათ ისეთი გვერდითი მოვლენების შესახებ როგორიცაა ოსტეოპოროზი, ზრდის შეფერხება, მინერალური ცვლის მოშლა და ა. შ. თუმცა თანამედროვე ჰორმონული მაზები არ აღწევენ სისხლში და მსგავს შედეგებს არ იწვევენ. თუკი მათ სწორად გამოვიყენებთ, ამასთან ექიმის კონტროლის ქვეშ, უარყოფითი გვერდითი ეფექტებს ავიცილებთ. დამოუკიდებლად ასეთი მაზების გამოყენება რეკომენდებული არაა. თავდაპირველად უმჯობესია მაქსიმალურად გამოვრიცხოთ პატარას კონტაქტი ალერგენთან.
და მაინც, რომელი ბავშვები ხვდებიან რისკის ჯგუფში? გამოცდილი სპეციალისტისათვის რთული არ არის ალერგიისადმი ბავშვის წინასწარგანწყობის დადგენა; ასეთ ბავშვებში –
– კანი, როგორც წესი, მშრალია, ან ,,ბატის“ კანისებრი;
– ქვედა ქუთუთოს ქვემოთ შეიმჩნევა დამატებითი კანის ნაკეცები;
– ხელისა და ფეხისგულები დაღარულია წვრილი ნაოჭებით;
– კანზე დაჭერისას დიდხანს რჩება თეთრი ხაზები, – ე. წ. თეთრი დერმოგრაფიზმი;
– ასეთი ბავშვები ხშირად არიან თაფლისფერთვალება, ღია ფერის თმებით.

აღებულია http://digest.subscribe.ru/children/health/n156106572.html

იხ. სტატია ,,ალერგიული დიათეზი”


  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.