ქრონიკული პროსტატიტი

ქრონიკული პროსტატიტი – პირველი ნაბიჯი პროსტატის ადენომას და კიბოსაკენ

პროსტატიტი და პროსტატის ადენომა ყველასათვის ნაცნობი დაავადებებია, რაც განპირობებულია მათი საყოველთაო გავრცელებით მამაკაცებში.
ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში მოგვმართავენ მამაკაცები ვისაც უკვე ჩამოყალიბებული პროსტატის ადენომა ან პროსტატის კიბო აქვთ.


პროსტატიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

პროსტატიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
პროსტატიტის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები
სპეციალური ბალიშები პროსტატიტის დროს
ჩაი პროსტატიტის დროს


სიმპტომები, მიმდინარეობა

პროსტატის ადენომას ახასიათებს გაძნელებული მოშარდვის აქტი, შარდის ნაკადის შემცირება, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, შარდის ბუშტის კენჭების გაჩენა და სხვა.
სამწუხაროდ წინამდებარე ჯირკვლის კიბოს არ გააჩნია ადრეული სტადიისათვის დამახასიათებელი ნიშნები და უხშირესად მამაკაცები მოგვმართავენ პროსტატის ადენომისათვის მსგავსი ჩივილებით.
აქედან გამომდინარე, 50 წელს გადაცილებული მამაკაცები ხშირად დგანან ფაქტის წინაშე რომ მათ უკვე აქვთ პროსტატის ადენომა ან კიბო.
ყოველთვის შესჩივიან რომ გვიან მივმართეთო ექიმსო, და ყოველთვის ისმის კითხვა რატომ ვითარდება ეს დაავადებებიო.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დღეისათვის არსებობს რამოდენიმე თეორია რომ აიხსნას ამ დაავადებების განვითარების მიზეზები. ყველაზე თანამედროვე და დამტკიცებული მრავალჯერადი კვლევებით არის პროსტატიტის დროს მიმდინარე ცვლილებები წინამდებარე ჯირკვლის – პროსტატაში, რაც დროთა განმავლობაში განაპირობებს ადენომის ან კიბოს განვითარებას.
ამგვარი გარდაქმნა შეუძლებელია მოკლე პერიოდში, ხოლო რამოდენიმე ან ათეული წელი საბოლოოდ სავსებით საკმარისია რომ ეს მოხდეს.

ჩვენში აქამდე ითვლებოდა რომ მამაკაცმა უროლოგიური გამოკვლევების გეგმიური ჩატარება უნდა დაიწყოს 50 წლის ასაკიდან.
დასავლეთ ევროპაში ეს ზღვარი დაიწია 45 წლამდე, ხოლო ამერიკელი უროლოგების თანახმად პროსტატის ადენომის ან კიბოსაკენ მიდრეკილება შეიძლება დადგინდეს 40 წლის ასაკში.
რას ნიშნავს ეს?
ეს ნიშნავს რომ უკვე 40 წლის ასაკიდან უნდა მოხდეს პროსტატაში მიმდინარე ცვლილებების სრული შესწავლა რომელიც გვაძლევს საშუალებას განსაზღვროთ თუ რა მიმართულებით მოხდება პროცესების განვითარება წინამდებარე ჯირკვალში.
თუ 40 წლისათვის არაფერი საეჭვო არ ინახა, შემდეგი ამგვარი გამოკვლევა ტარდება 5 წლის შემდეგ და მერე ყოველწლიურად.

როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი კონკრეტულ სიტუციაში?

პროსტატიტის დადგენის შემთხვევაში, თუ რა სტადიას მიეკუთვნება ის საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, აუცილებელია მოშორებული იქნას ყველა მისი გამომწვევი მიზეზები და ამის შემდეგ ხანგრძლივი ყურადღება დაეთმოს ქსოვილებში მომხდარი უარყოფითი ცვლილებების ალაგებას.
ეს უნდა მოხდეს სპეციალური მედიკამენტოზური საშუალებების გამოყენებით.

ამ წერილში შეგნებულად არ სახელდება არც ერთი წამლის დასახელება რათა ეს არ ჩაითვალოს რეკლამად, ხოლო რეკლამის შემთხვევაში მამაკაცი თვითნებურად ღებულობს ტელევიზიით ან სხვა საშუალებებით გაგონილ პრეპარატს უროლოგთან კონსულტაციის გარეშე რაც ყოვლად დაუშვებელია.
ყველა პაციენტი საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას მისი კონკრეტული მონაცემების თანახმად.

რისკ-ფაქტორები

პროსტატის ადენომის გამო შარდის შეკავების და ოპერაციული მკურნალობის რისკს განეკუთნებიან ის მამაკაცები ვისაც აქვთ მკვეთრად გაძნელებული მოშარდვის აქტი, მომატებული PSA, დიდი ზომის ადენომა (40 – 50 გრამზე მეტი), ნარჩენი შარდი.
მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ PSA მეტია სამზე შარდის შეკავების და ოპერაციული მკურნალობის ალბათობა უახლოვდება 40%, ხოლო თუ ადენომა 40 გრამზე მეტია აღემატება 30%.

თუ მამაკაცს დაუდგინდა პროსტატის ადენომა, ადენომის წონა არ აღემატება 40 – 50 გრამს და სახეზეა მოშარდვის გაძნელება ამ შემთხვევაში ინიშნება ის პრეპარატები რომლებიც მას გაუუმჯობესებენ მოშარდვის აქტს.
მამაკაცებს პროსტატის ადენომით წონით 50 გრამი და მეტი მოშარდვის აქტის გამაუმჯობესებელ პრეპარატებთან ერთად აუცილებლად უნდა დაენიშნოს ის საშუალებები რომლებიც განაპირობებს ადენომის ზრდის გაჩერებას და შემდგომში მის ზომებში შემცირებას.

პრეპარატების უპირატესობები

ამ პრეპარატების გამოყენებას რამოდენიმე უპირატესობა აქვს, მათ შორის ფინანსური, და რაც მთავარია პროსტატის ადენომის ზომებში შემცირება მკვეთრად ამცირებს ოპერაციული ჩარევის ალბათობას.
ამ პრეპარატების მოქმედების არსი მდგომარეობს იმაში რომ პროსტატაში არ ხდება მამაკაცის სასქესო ჰორმონის – ტესტოსტერონის გარდაქმნა მის ყველაზე აქტიურ ფორმათ, ხოლო ეს უკანასკნელი განაპირობებს პროსტატის შემდგომი ზრდის პროცესს.
აქედან გამომდინარე, თუ მამაკაცი დროულად ჩაიტარებს სათანადო გამოკვლევებს და დაიწყებს სწორ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს სავსებით შესაძლებელია აიცილოს არა მარტო პროსტატის ადენომით გამოწვეული გართულებები და ოპერაციული მკურნალობის აუცილებლობა, არამედ თავად ადენომის განვითარებაც კი.
პროსტატის კიბო ადრეულ სტადიაზე სავსებით განკურნებადია.

დაგვიანებული მკურნალობა

თუ პროსტატის კიბოს გამო ოპერაცია დაგვიანებულია ინიშნება სპეციალური ნემსები რომლებიც აჩერებენ ამ პროცესის შემდგომ განვითარებას.
ამ ნემსებს შორის უნდა გაკეთდეს სწორი არჩევანი ვინაიდან მათი ეფექტურობა განსხვავდება ერთმანეთისგან.
იმ მამაკაცებში, ვისაც დადგენილი აქვთ კიბოს წინარე უჯრედები ან ვის უახლოეს ნათესავებს დაუდგინდა ეს დაავადება, იმყოფებიან მომატებული რისკის ქვეშ.

არსებობს სპეციალური პრეპარატები და კვების რაციონები რომლებიც იძლევიან საშუალებას ერთიორად შეამციროს პროსტატის კიბოს ჩამოყალიბების რისკი.
ამგვარად შეუძლია იმოქმედოს ნებისმიერმა მამაკაცმა და მას მიეცემა საშუალება დიდი პროცენტით აიცილოს ეს საშიში დაავადება.
ამრიგათ პროსტატიტი, პროსტატის ადენომა ან კიბო სავსებით მართვადი დაავადებებია თუ მათი სათავეები არის სწორათ შეფასებული.
ჩვენ შეუძლია მოგვმართოს ყველა დაინტერესებულმა მამაკაცმა, მათ შორის დაზღვეულებმაც ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უროლოგი ალეკო ხელაია.

ქრონიკული პროსტატიტიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 პროსტატიტი და პროსტატის ადენომა ყველასათვის ნაცნობი დაავადებებია, რაც განპირობებულია მათი საყოველთაო გავრცელებით მამაკაცებში
🔎 პროსტატის ადენომას ახასიათებს:

📎 გაძნელებული მოშარდვის აქტი;
📎 შარდის ნაკადის შემცირება;
📎 შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება;
📎 გახშირებული შარდვა;
📎 შარდის ბუშტში კენჭების გაჩენა და სხვა.
💊 პროსტატიტის დადგენის შემთხვევაში აუცილებელია მოშორებული იქნას ყველა მისი გამომწვევი მიზეზი და ამის შემდეგ ხანგრძლივი ყურადღება დაეთმოს ქსოვილებში მომხდარი უარყოფითი ცვლილებების ალაგებას, რაც ხდება სპეციალური მედიკამენტოზური საშუალებების გამოყენებით
✅ ამ პრეპარატების გამოყენებას რამოდენიმე უპირატესობა აქვს, მათ შორის ფინანსური, და რაც მთავარია – პროსტატის ადენომის ზომებში შემცირება მკვეთრად ამცირებს ოპერაციული ჩარევის ალბათობას
💉 თუ პროსტატის კიბოს გამო ოპერაცია დაგვიანებულია ინიშნება სპეციალური ნემსები რომლებიც აჩერებენ ამ პროცესის შემდგომ განვითარებას
👉 გაიგეთ მეტი ქრონიკულ პროსტატიტზე სტატიიდან – https://bit.ly/3RuA5Px
#პროსტატიტი #მწვავეპროსტატიტი #ქრონიკულიპროსტატიტი #პროსტატისადენომა #პროსტატიტისსიმპტომები #პროსტატისადენომისნიშნები #პროსტატიტისმკურნალობა #პროსტატიტისმედიკამენტოზურიმკურნალობა #პროსტატიტისქირურგიულიმკურნალობა #სახსრებისტკივილი #შემცივნება #ცხელება #სისხლიშარდში #მუქიშარდი #ხშირიშარდვა #ღამისშარდვა #ტკივილიშარდვისას #წვაშარდვისსას #მუცლისტკივილი #გენიტალურიმიდამოსტკივილი #წელისტკივილი #კუნთებისტკივილი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> პროსტატიტი


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian