შარდის შეუკავებლობა ქალებში

შარდის შეუკავებლობა ქალებში

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

შარდის შეუკავებლობის დროს გამოსაყენებელი თეთრეული ქალებისათვის ,,ამაზონზე”


ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რას წარმოადგენს შარდის შეუკავებლობა?

შარდის შეუკავებლობა სერიოზული პრობლემაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების ხარისხს, იწვევს სქესობრივ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს. შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესიაც. შარდის შეუკავებლობას შეუძლია მნიშვნელოვანი დაბრკოლების შექმნა პირადი და წარმატებული კარიერული ცხოვრების მოწყობაში. ეს დაავადება უნდა განიხილოს არა მხოლოდ ჰიგიენური თვალსაზრისით, არამედ როგორც სოციალური და სამედიცინო მნიშვნელობის, ვინაიდან ქალებში იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სექსუალური დისფუნქციები, ნევროზები და სხვა.

– რამდენად ხშირია შარდის შეუკავებლობა და ძირითადად რა ასაკობრივ ჯგუფებში ვხვდებით?

შარდის შეუკავებლობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი აწყდება ამ პრობლემას სიცოცხლის განმავლობაში. შარდის შეუკავებლობა შეიძლება შეგვხვდეს, როგორც ახალგაზრდა ქალებში მშობიარობის შემდგომ ან მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ, ასევე ასაკოვან ქალებში მენოპაუზის დადგომის შემდეგ. სტატისტიკის მიხედვით რეპროდუქციულ ასაკში შარდის შეუკავებლობით იტანჯება ყოველი მეხუთე, კლიმაქსის ადრეულ პერიოდში ყოველი მესამე ქალი, ხოლო 70წლის შემდეგ ყოველი მეორე ხანდაზმული ქალი.

– რა სახის შარდის შეუკავებლობა შეიძლება შეგვხვდეს?

    შარდის შეუკავებლობა სიმპტომების მიხედვით იყოფა:

  • სტრესული შარდის შეუკავებლობა – გამოწვეულია მუცლის შიდა წნევის გაზრდით. ამ დროს შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმის აწევამ, სპორტით დაკავებამ, სქესობრივმა კონტაქტმა და თუნდაც ისეთმა უმნიშვნელო სტრესმა, როგორიცაა ცემინება, ხველა და სიცილი. ნორმაში ფიზიკურმა დატვირთვამ, ხველამ ან სიცილმა არ უნდა გამოიწვიოს შარდის გამოყოფა. ამაში მონაწილეობს მენჯის კუნთები და სფინქტერი. მაგრამ როდესაც ისინი სუსტდებიან, აღარ შეუძლიათ სრულად გაუმკლავდნენ თავიანთ ფუნქციებს.
  • იმპერატიული შარდის შეუკავებლობა – ხასიათდება შარდვის აუტანელი მოთხოვნილებით. ამ დროს თავის შეკავება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხანდახან ქალი რეაგირებასაც კი ვერ ასწრებს. რაც ყველაზე უცნაურია, ამ დროს შარდის ბუშტი მხოლოდ ნაწილობრივაა სავსე. იმპერატიული შარდის შეუკავებლობის მიზეზია შარდის ბუშტის ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა, რაც იწვევს მომატებულ აქტივობას. სწორედ ამიტომ შარდის ბუშტში შარდის მცირე რაოდენობის არსებობის დროს უჩნდება ქალს შარდვის სურვილი.
  • იატროგენული შარდის შეუკავებლობა – ვითარდება მედიკამენტების მიღების შედეგად. როგორც წესი მედიკამენტების გვერდით ეფექტს წარმოადგენს.(მაგ. ადრენომიმეტიკები, ნებისმიერი შარდმდენი საშუალებები, ადრენობლოკატორები, ესტროგენის შემცველი ჰორმონალური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, კოლხიცინი, დამამშვიდებელი საშუალებები)

– რამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეუკავებლობის თითოეული ტიპი?

  • რთულმა მშობიარობამ – ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია მშობიარობა დიდი ნაყოფით. ასევე დამოკიდებულია მენჯის ზომებზე, რისკის ჯგუფში შედიან ქალები ვიწრო მენჯით.
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ოპერაციული ჩარევა – შარდის შეუკავებლობის გამოწვევა შეუძლია ნებისმიერ ჩარევას შარდის ბუშტზე, სწორ ნაწლავზე და საშვილოსნოზე.
  • ჰორმონალურმა ცვლილებებმა ქალის ორგანიზმში – აქ იგულისხმება ცვლილებები, რომლებიც ხდება ასაკთან ერთად. რაც უფრო ნაკლები ესტროგენი გამომუშავდება მით უფრო ნაკლებია კუნთების ტონუსი.

– რაც შეეხება რისკ-ფაქტორებს, რა მიეკუთვნება მათ?

შარდის შეუკავებლობის რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • სხეულის ჭარბი წონა შაქრიან დიაბეტთან ერთად
  • წონის მკვეთრი კლება
  • მძიმე სამუშაო დაკავშირებული მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან
  • სხივური თერაპია
  • საშვილოსნოს დაწევა ან გამოვარდნა
  • ხშირი ცისტიტები და ურეთრიტები
  • სიმძიმეების აწევა
  • დამძიმებული მემკვიდრეობა
  • ნევროლოგიური დაავადებები, მათ შორის ინფარქტი, ინსულტი, ხერხემლის ტრავმები
  • ბრონქული ასთმა
  • ფილტვის ობსტრუქციული დაავადება
  • ქრონიკული ყაბზობა
  • ანემია
  • ზოგიერთი მედიკამენტების მიღება

– როგორ ხდება შარდის შეუკავებლობის დიაგნოსტიკა?

  ქალმა აუცილებლად უნდა მიაკოთხოს გინეკოლოგს. გინეკოლოგიური გასინჯვის დროს ექიმი აფასებს მენჯის კუნთებისა და ქსოვილების მდგომარეობას, საშვილოსნოს მდგომარეობას, მის დაწევას ან გამოვარდნას. გინეკოლოგთან ვიზიტასას ასევე ტარდება ხველის ტესტი. ქალს სთხოვენ დაახველოს, მაშინ როცა შარდის ბუშტი სავსეა. თუ დაძაბვის დროს შარდი გამოიყო, მაშინ საქმე გვაქვს შარდის სტრესულ შეუკავებლობასთან.

 – შარდის შეუკავებლობის დროს მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამ გამოიწვია და რამდენად შორსაა წასული პროცესი. მკურნალობით ძირითადად დაკავებულები არიან გინეკოლოგები. ხოლო თუ პროცესი შორს წასულია და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას უროლოგები და ქირურგები. მკურნალობაში გამოიყოფა 3 მეთოდი:

  • არამედიკამენტოზური მეთოდი – ვარჯიშები რომელიც ავარჯიშებს შარდის ბუშტს, მენჯის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები, ასევე ფიზიოტერაპია.
  • მედიკამენტოზური მეთოდი – პირველ რიგში ინიშნება სპაზმოლიტიკები და ანტიდეპრესანტები. მკურნალობისთვის ინიშნება ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ადუნებენ შარდის ბუშტის კუნთებს და აქვეითებენ ნერვული სისტემიდან მომავალ იმპულსებს.
  • ქირურგიული მეთოდი – ძირითადად ოპერაციას მიმართავენ სტრესული ფორმის შარდის შეუკავებლობის დროს. > ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია >>> საშვილოსნოს დაწევა/გამოვარდნა

შარდის შეუკავებლობა ქალებში FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🚽 შარდის შეუკავებლობა სერიოზული პრობლემაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების ხარისხს, იწვევს სქესობრივ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს. შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესიაც
👩 შარდის შეუკავებლობა შეიძლება შეგვხვდეს, როგორც ახალგაზრდა ქალებში მშობიარობის შემდგომ ან მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ, ასევე ასაკოვან ქალებში მენოპაუზის დადგომის შემდეგ

🖇 შარდის შეუკავებლობა სიმპტომების მიხედვით იყოფა:
🟡 სტრესული შარდის შეუკავებლობა – გამოწვეულია მუცლის შიდა წნევის გაზრდით. ამ დროს შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმის აწევამ, სპორტით დაკავებამ, სქესობრივმა კონტაქტმა და თუნდაც ისეთმა უმნიშვნელო სტრესმა, როგორიცაა ცემინება, ხველა და სიცილი
🟠 იმპერატიული შარდის შეუკავებლობა – გამოწვეულია შარდის ბუშტის ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევით, რაც იწვევს მომატებულ აქტივობას. ხასიათდება შარდვის აუტანელი მოთხოვნილებით. ამ დროს თავის შეკავება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხანდახან ქალი რეაგირებასაც კი ვერ ასწრებს. რაც ყველაზე უცნაურია, ამ დროს შარდის ბუშტი მხოლოდ ნაწილობრივაა სავსე.
🔴 იატროგენული შარდის შეუკავებლობა – ვითარდება მედიკამენტების მიღების შედეგად. როგორც წესი მედიკამენტების გვერდით ეფექტს წარმოადგენს (მაგ. ადრენომიმეტიკები, ნებისმიერი შარდმდენი საშუალებები, ადრენობლოკატორები)

🤔 რამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეუკავებლობის თითოეული ტიპი? რა მიეკუთვნება რისკ-ფაქტორებს? როგორ ხდება შარდის შეუკავებლობის მკურნალობა?
გადადი ლინკზე და მიიღე პასუხები ამ და სხვა კითხვებზე – https://bit.ly/3yGxwmY
🤗 მოგწონთ ჩვენი პოსტები? გამოიწერეთ ჩვენი საიტი medgeo.net
#შარდისშეუკავებლობა #შარდისშეუკავებლობაქალებში #შარდისშეუკავებლობაღამით #შარდისშეუკავებლობისმკურნალობა #შარდისშეუკავებლობისმიზეზები #სტრესულიშარდისშეუკავებლობა #იმპერატიულიშარდისშეუკავებლობა #იატროგენულიშარდისშეუკავებლობა #შარდისშეუკავებლობისრისკფაქტორები #შარდისშეუკავებლობისნიშნები #შარდისშეუკავებლობისსიმპტომები #შარდისშეუკავებლობისდიაგნოსტიკა #შარდისშეუკავებლობისწამალი #ხშირიშარდვა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოც. ქსელებში:

..