ფისტა

ფისტა – აფროდიზიაკი

საყოველთაოდ ცნობილია კაკლის სასარგებლო თვისებები. კაკალი დიდი რაოდენობით შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში უჯრედების ზრდა-განახლებას. ყოველდღიურად 13 გრ სხვადასხვა კაკლის ნარევის მიღება 30%-ით ამცირებს გულის შეტევების წარმოქმნის რისკს.

კაკლებს შორის, თავისი სასარგებლო თვისებებით განსაკუთრებით გამოირჩევა ფისტა. ამერიკელმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ფისტათი გამდიდრებული ყოველდღიური კვებითი რაციონი მნიშვნელოვნად ამცირებს ონკოლოგიური დაავადებისა და უნაყოფობის რისკს.

გამოკვლევები ჩატარდა ტეხასის უნივერსიტეტში, ჰიუსტონში, აშშ. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 36 ადამიანი, რომლებიც 2 ჯგუფად იყვნენ გაყოფილნი.
პირველი 18 მონაწილე რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღიურ ჩვეულებრივ კვებასთან ერთად ღებულობდნენ 68 გრ (დაახლოებით 117 ცალ) ფისტას. მეორე საკონტროლო ჯგუფი ზუსტად ასევე იკვებებოდა, მხოლოდ ფისტას გამოკლებით. ექსპერიმენტის ბოლოს გამოვლინდა, – ვინც ფისტას ღებულობდა, სისხლში მნიშვნელოვნად მოემატათ გამა-ტოკოფეროლის დონე, რომელიც წარმოადგენს E ვიტამინის ერთ-ერთ ფორმას.

,,ჩვენთვის ცნობილია, რომ E ვიტამინი გარკვეული ხარისხით იცავს ორგანიზმს კიბოს ზოგიერთი ფორმისაგან. კერძოდ, ისეთი ძლიერი ანტიოქსიდანტი, როგორიც გამა-ტოკოფეროლია, მნიშვნელოვნად აქვეითებს ფილტვის კიბოს წარმოქმნის რისკს“. – აღნიშნავს ექიმი-დიეტოლოგი ლადია ერნანდესი.

ამასთან, ფისტაში დიდი რაოდენობითაა ფოლიუმის მჟავას მარილები, უჯერი ცხიმები და თუთია, რომლებიც დადებითად მოქმედებენ მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებაზე. მაგალითად, ფოლატები აუმჯობესებენ სპერმის ხარისხს, სპერმატოზოიდების მოძრაობასა და სიცოცხლისუნარიანობას, – წერს Infox.ru.

ფისტა ხელს უწყობს ტესტოსტერონის გამომუშავებას, პირველ რიგში, მასში შემავალი თუთიის წყალობით. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ აზიის ზოგიერთ ქვეყანებში, კერძოდ ინდოეთში, ირანსა და პაკისტანში, ფისტა ძლიერ აფროდიზიაკად ითვლება.

აღებულია http://www.horoshienovosti.com.ua/?id=15&text=8767

იხ. სხვა სტატიები ფისტას შესახებ:

1. ფისტაშკა, ფისტა, ფსტა
2. ფსტა (Pistacia vera L.) – სამას წლიანი ეკონომიკური ბაზა დავით–გარეჯისათვის
3. ფისტაშკა და კიბო
4. ფისტას სარგებლობა
5. ფისტა – ქოლესტერინის დონის მარეგულირებელი 

 

..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..