ბავშვი 7 თვის ასაკში

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის ჯანმრთელობის მოვლის საშუალებები ,,ამაზონზე”
ბავშვის სათამაშოები ,,ამაზონზე”
ბავშვის ჭურჭელი ,,ამაზონზე”
ბავშვის კანის მოვლის საშუალებები 
ბავშვის ტანსაცმელი ,,ამაზონზე”
ბავშვის ფეხსაცმელი ,,ამაზონზე”  

თქვენი პატარა უკვე 7 თვისაა! ამ პერიოდში ბავშვის ზრდა-განვითარება განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით ხდება.
თვის ბოლოს ბავშვი დამოუკიდებლად ჯდება და უკეთ ინარჩუნებს წონასწორობას; პატარას უკვე შეუძლია ჯდომა შეუთავსოს სხვა მოქმედებას, მაგალითად თამაშს.
ზოგიერთი ბავშვი იწყებს მუცელზე ცოცვას. ზოგიერთ ბავშვს გადაადგილების საკუთარი მეთოდები გამოუმუშავდება, ზოგი საერთოდ არ ცოცავს და პირდაპირ სიარულს იწყებს.
გადაადგილების სწავლასთან ერთად, ბავშვს კიდევ უფრო უძლიერდება ცნობისმოყვარეობა. მას აინტერესებს რა ხდება ოთახის იქით, თუმცა ეშინია თქვენი დატოვება. ერთ მშვენიერ დღეს იგი დაძლევს ამ შიშს და გაცოცდება მეორე ოთახში, თუმცა მალეე მობრუნდება, რომ დარწმუნდეს ადგილზე ხართ თუ არა.
ბავშვს შეუძლია ხელებით შესრულებული მოქმედბების განმეორება. მომდევნო ორ თვეში ის უკვე უპირატესობას მისცემს მარჯვენა ან მარცხენა ხელს. ამ პერიოდში იგი ყველაფერ ეტანება რასაც კი მიწვდება, გადააქვს საგნები ერთი ხელიდან მეორეში, ატრიალებს, ურტყამს ერთმანეთზე, ჭმუჭნის, აგდებს და ა. შ.

პატარას უკვე შეუძლია კმაყოფილების გამოხატვა სხვადასხვა ბგერებით. ხშირად იმიტირებს დიდების ხმებზე და თქვენი ხმის ტონის მიხედვით უკვე ხვდება რას ნიშნავს ,,არა“.
გარდა ამისა, ბავშვი უკვე ხვდება, რომ საგნები არსებობენ იმ დროსაც კი, თუკი იგი მათ ვერ ხედავს. ეძებს დაგდებულ საგანს და აცნობიერებს, რომ თუ მას არ შეუძლია რაიმე საგანს მისწვდეს, ამის გაკეთება შეუძლია პლედის მოწევით, რაზედაც სათამაშო დევს.
ამ ასაკში ბავშვის ძილისა და კვების რეჟიმი ძირითადად არ იცვლება. შეეცადეთ რეგულარულად შესთავაზოთ ახალი კერძი.
ამ ასაკში პატარას შეიძლება ამოეჭრას პირველი კბილი. როგორც წესი, ეს ქვედა პირველი საჭრელი კბილია. სწორედ ამითაა გამოწვეული გაძლიერებული ნერწყვდენა და ქვედა ტუჩის წოვა. რასაკვირველია კბილების ამოჭრამ შესაძლებელია გამოიწვიოს ეს მოვლენები თუმცა ყველაფრის დაბრალება კბილების ამოჭრაზე არ შეიძლება.
თქვენ კვლავ მის მთავარ ადამიანად რჩებით; აქამდე პატარა სიტყვებს ,,დედა“ ან ,,მამა:“ გაუცნობიერებლად წარმოთქვამდა; რამდენიმე კვირაში ის მიხვდება, რომ დედა მხოლოდ თქვენ ხართ.

შვიდი  თვის ბავშვის ფიზიკური განვითარება

  •  შეუძლია ხელებზე და ფეხებზე ცოცვა;
  • ოთხზე დგომისას ქანაობს წინა და უკანა მიმართულებით;
  • შეიძლება ამოეჭრას ერთი ან ორი კბილი;
  • ორივე ხელში უჭირავს სათამაშო და უყვარს როცა ერთმანეთზე ურტყამს;
  • იკვლევს საკუთარ სხეულს ხელებისა და პირის დახმარებით;
  • საგნებს იღებს თითებით.

შვიდი თვის  ბავშვის სოციალური განვითარება

  • ხვდება, როცა ეთამაშებიან;
  • ხელს უსვამს გამოსახულებას სარკეში;
  • ხვდება რას ნიშნავს ,,არა“, თქვენი ინტონაციის მიხედვით;

შვიდი თვის  ბავშვის ინტელექტუალური განვითარება

  • ყურადღება უკეთადაა კონცენტრირებული, ამჟღავნებს ინტერესს სხვადასხვა დეტალების მიმართ;
  • ხვდება, რომ საგანი არსებობს, მაშინაც კი, თუკი მას იგი ვერ ხედავს;
  • ბაძავს სხვადახვა ბგერებს;
  • წარმოთქვამს ბგერებს – ,,მა, მუ, და, დი”;
  • ითვისებს საკუთარი მოქმედებების თანამიმდევრობას;
  • ხვდება, რომ არსებობს დედა და ის მხოლოდ ერთია;
  • სცნობს საკუთარ სახელს. აღებულია – http://www.kid.ru/

შვიდი თვის ბავშვიბავშვი 7 თვის ასაკშიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👶 7 თვის ასაკში ბავშვის ზრდა-განვითარება განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით ხდება
🥳 თვის ბოლოს ბავშვი დამოუკიდებლად ჯდება და უკეთ ინარჩუნებს წონასწორობას, პატარას უკვე შეუძლია ჯდომა შეუთავსოს სხვა მოქმედებას, მაგალითად თამაშს

🤔 გადაადგილების სწავლასთან ერთად, ბავშვს კიდევ უფრო უძლიერდება ცნობისმოყვარეობა. მას აინტერესებს რა ხდება ოთახის იქით, თუმცა ეშინია თქვენი დატოვება
😊 ერთ მშვენიერ დღეს იგი დაძლევს ამ შიშს და გაცოცდება მეორე ოთახში, თუმცა მალეე მობრუნდება, რომ დარწმუნდეს ადგილზე ხართ თუ არა
🦷 ამ ასაკში პატარას შეიძლება ამოეჭრას პირველი კბილი, როგორც წესი, ქვედა პირველი საჭრელი კბილი
👆 სწორედ ამითაა გამოწვეული გაძლიერებული ნერწყვდენა და ქვედა ტუჩის წოვა
🔎 შვიდი თვის ბავშვის სოციალური განვითარება:
✅ ხვდება, როცა ეთამაშებიან;
✅ ხელს უსვამს გამოსახულებას სარკეში;
✅ ხვდება რას ნიშნავს ,,არა“, თქვენი ინტონაციის მიხედვით;
👉 შეიტყვეთ მეტი 7 თვის ბავშვის განვითარებაზე – https://bit.ly/3rybEpd
#ბავშვი #ჩვილი #7თვისბავშვი #ბავშვი7თვისასაკში #ბავშვისფიზიკურიგანვითარება #ბავშვისსოციალურიგანვითარება #ბავშვისინტელექტუალურიგანვითარება #ბავშვისგანვითარება #ბავშვისნივთები #ბავშვისჭურჭელი #შვიდითვისბავშვი #ბავშვისძილისრეჟიმი #პედიატრი #ვიზიტიპედიატრთან #პედიატრისრჩევები #ბავშვისკვებისრეჟიმი #ბავშვისკვება #კბილებისამოჭრა #ძუძუთიკვება #ხელოვნურიკვება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები