ქირურგიული ნემსი

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

menu-products

მონიკელებული  (მოქრომილი) ლითონის, მჩხვლეტავი ქირურგიული ინსტრუმენტი. (სურ. 1.34). ნემსები განსხვავდებიან ფორმის, დიამეტრის და სიგრძის მიხედვით.

ფორმის მიხედვით გამოყოფენ სწორ და  მოხრილ ქირურგიულ ნემსებს.  მოხრილი ქირურგიული ნემსები ერთმანეთისგან განსხვავდებიან  რადიუსით, რომელის   სიგრძე  შეიძლება წარმოდგენილი იყოს წრეწირის: 5/8, 3/8 ან 1/2 და ა. შ. (სურ. 1.34)

32

ნემსი შედგება  წვერის (1), სხეულის (2) და ყუნწისაგან (3);     წვერის ფორმის მიხედვით არის: მრგვალი, მჭრელი და ლანცეტისებური (იხ. ცხრილი 2) ქსოვილზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით –    ტრავმული  და  ატრავმული; ტრავმულ ქირურგიულ ნემსის (სურ. 1.35)  ყუნწზე ხდება ძაფის  (ლიგატურის) ჩამოცმა.  რომელიც  ორმაგად იკეცება და ქსოვილზე ახდენს ტრავმულ ზემოქმედებას.

33

ძაფის ჩამოცმის ტექნიკა   ნაჩვენებია    სურათზე  (სურ. 1.36).  ატრავმული ქირურგიული  ნემსი    ძაფთან   შეერთებულია   ტიპით:  “ბოლო   ბოლოში”.   რაც  უზრუნველყოფს    ქსოვილებში უკეთეს გამავლობას. ნემსის ბოლო შეიძლება დაფარული იყოს სხვადასხვა მასალით, მაგ.: სილიკონით.  არსებობს ე.წ. ‘’მოსახსნელი ნემსიც’’ (აღინიშნება (000-off)), რომლიც ხელის მკვეთრი მოძრაობით  სცილდება ძაფს   და  კვანძის   შეკვრისას   მისი მოჭრა საჭირო    არ     არის.

34

ატრავმული ნემსები გამოშვებულია   სტერილურ   შეფუთვებში, რომლებზეც აღნიშნულია:     1) ძაფის     პირობითი   ნომერი, 2) მეტრული  ზომა;  3) კატალოგში   ძაფის    ნომერი;    4) შეფუთვის  გახსნის    ადგილი; 5)  გამოშვების თარიღი; 6) შენახვის ვადა; 7) ნემსის  სხეულის კვეთის   დიამეტრი;   8)   ნემსის   სურათი  (3/8); 9) ნემსის სიგრძე; 10) ნემსის დასახელება (მრგვალი, მჭრელი ნემსი); 11) ნემსის კვეთა; 12) ძაფის სიგრძე; 13) საქონლის პარტიის კოდი; 14) სტერილობა; 15) ქიმიური სტრუქტურა (პოლიპროპილენის ძაფი); 16) ძაფის სტრუქტურა (მონოფილამენტური); 17) საფირმო დასახელება (პროლენი, სურჟიპრო), 18) სტერილიზაციის მეთოდი (ეთილენოქსიდი) და ა.შ.

ცხრილი 2

ატრავმული ნემსის სახეები

#

ნემსის დასახელება

განივი კვეთა

ნემსის  წვერი

ნემსის სხეული

1.

მჩხვლეტავი  ნემსი

ბლაგვი

მრგვალი

2.

მჩხვლეტავი ნემსი

ბასრი

მრგვალი

3.

მჭრელი ნემსი

მჭრელი

მჭრელი

4.

მჩხვლეტავი ნემსი

მჭრელი  ბოლოთი

მჭრელი

მრგვალი

5.

ლანცეტისებური

ნემსი

მიკრობასრი

ბოლო ლანცეტისებური

….

ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com

<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>
….
Share this...Share on Facebook
Facebook