ბავშვი 1 წლისა და 8 თვის ასაკში

წლისა და რვა თვის ბავშვი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის ჯანმრთელობის მოვლის საშუალებები
ბავშვის სათამაშოები
ბავშვის ჭურჭელი
ბავშვის კანის მოვლის საშუალებები 
ბავშვის ტანსაცმელი (12 – 18 თვის)
ბავშვის ფეხსაცმელი (12 – 18 თვის)  
კაბები გოგონებისთვის (12 – 23 თვის)
ბავშვის ტანსაცმელი (ბიჭუნებისთვის) 

ფიზიკური განვითარება

19–20 თვის ბავშვს დღე–ღამეში საშუალოდ 13 საათს უნდა ეძინოს. მათ უმრავლესობას სურვილი აქვს, იძინონ დილით და სადილობის დროსაც. გარკვეულ ნაწილს პრობლემა ექმნება დღის განმავლობაში დაძინებასთან დაკავშირებით.
ამ კატეგორიის ბავშვები ჭირვეულობენ და არ სურთ შუადღეს დაძინება. საერთოდ, ამ ასაკის ბავშვებს სრულებით კმაყოფილდებიან სადილობის შემდეგ ძილით იმ შემთხვევაში, თუ შეუძლიათ 2 საათის მანძილზე იძინონ.
თუ თქვენი პატარა ეწინააღმდეგება დღის განმავლობაში ძილს, არ დააძალოთ, შეუქმენით მას მშვიდი გარემო და, ადრე თუ გვიან, მას ბუნებრივად მოუნდება დაძინება.
ოდნავ ჩააბნელეთ მისი ოთახი, წაუკითხეთ რაიმე წიგნი, მოასმენინეთ მშვიდი მუსიკა და ზოგადად, შეუქმენით ძილისთვის შესაფერი გარემო.
თუ, ამის მიუხედავად, მაინც არ დაეძინა, ხმაურიანი თამაშისგან მაინც დაისვენებს ისიც და რა თქმა უნდა – თქვენც.

ხშირი ჭირვეულობა

ხშირი ჭირვეულობა `აუტანელი ორწლიანების~ დამახასიათებელი თვისებაა. ჯერ კიდევ 12 თვის ასაკიდან ბავშვები, როგორც წესი, იწყებენ ყვირილს, ტირილს, კბენასაც კი, როდესაც ვერ იღებენ, რაც სურთ. თუმცა, კარგად ჯერ არ იციან, რა უფრო მოსწონთ.
19–20 თვის ბავშვი ამ მხრივ გაცილებით განვითარებულია (მაგალითად, მას იტაცებს პატარა სატვირთო მანქანით თამაში და ამავე დროს, სულაც არ მოსწონს, როდესაც მშობლები მოუწოდებენ, თამაში შეწყვიტოს და დასაძინებლად წავიდეს). ამას გარდა, იგი იწყებს ყურის წაყრუებას იმის გამო, რომ მას რაიმეზე უარი უთხრეს, ან გეგმები ჩაეშალა და სურვილი არ აუსრულდა.
რა თქმა უნდა, ამ ასაკის ბავშვებს არ ჰყოფნით სიტყვათა მარაგი საკუთარი სურვილებისა და გრძნობების სრულად გადმოცემისთვის.
ეს გარემოება იწვევს მთელ რიგ ბავშვურ კაპრიზებს.
როდესაც ბავშვი, ვთქვათ, დაღლილია, მშიერია, რაღაც სტკივა, მოწყენილია ან ზედმეტად არის აღგზნებული, იგი უეცრად იწყებს აფეთქებას, გაბრაზებას, ჩხუბს, ისტერიკებს;
თუ ამ გარემოებას სათანადო ყურადღებას მიაქცევთ და დროულად იზრუნებთ, რომ მას არ მოშივდეს, არ გადაიღალოს, დიდხანს არ დარჩეს ყურადღების გარეშე, შეძლებთ ხსენებულ პრობლემათა თავიდან აცილებას. ამგვარი უეცარი აფეთქება 3–დან 4 წლამდე ასაკში თანდათან ქრება, რადგან ბავშვი არა მარტო უკეთ ეუფლება ენას და უკეთ შეუძლია საკუთარი სურვილების გადმოცემა, არამედ თანდათან საკუთარი თავის კონტროლსაც ეჩვევა.
მანამდე კი, როცა თქვენი პატარას ჭირვეულობა ძალიან შეგაწუხებთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, დაითვალეთ ათამდე და იფიქრეთ იმაზე, რომ ეს ყოველივე მალე გაივლის. 

ინტელექტუალური განვითარება

19–20 თვის ბავშვი, გარკვეულწილად, უკვე ჩამოყალიბებული პატარა ადამიანია, რომელიც აცნობიერებს საკუთარ პიროვნებას.
შეუძლია საკუთარი სახელის წარმოთქმა და სარკეში თავისი გამოსახულების ცნობა.
ამასთან, ის `დიდი გამმეორებელია~ – სიამოვნებით იღებს მონაწილეობას ყველაფერში, რასაც თქვენ სახლში აკეთებეთ.
მნიშვნელობა არ აქვს, იატაკს წმენდთ, თეთრეულს აუთოვებთ თუ სადილს ამზადებთ, მას სურს, ყველაფერში მოგეხმაროთ.
იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, თქვენი მზრუნველი ბუთხუზას დახმარება საქმეს აფერხებს, თუ ძალიან არ ჩქარობთ, შეეცადეთ, თქვენი საქმიანობა თამაშად აქციოთ (მაგალითად, სთხოვეთ მას ასეთი რამ: `შეგიძლია, ამ წინდებიდან წითელი ფერის ამოარჩიო?~ ან კიდევ: `თუ შეიძლება, ეს ხელსახოცები მაგიდაზე დააწყე და ა.შ.). არასდროს დასაჯოთ იგი დახმარების სურვილისთვის.
არ დაგავიწყდეთ, რომ, როდესაც იგი მოზარდი გახდება, შესაძლოა,  სახლში მოხმარება სთხოვოთ კიდეც!


წლისა და 8 თვის ბავშვი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👶 19–20 თვის ბავშვს დღე–ღამეში საშუალოდ 13 საათს უნდა ეძინოს. მათ უმრავლესობას სურვილი აქვს, იძინონ დილით და სადილობის დროსაც.
👨‍👩‍👦 თუ თქვენი პატარა ეწინააღმდეგება დღის განმავლობაში ძილს, არ დააძალოთ, შეუქმენით მას მშვიდი გარემო და, ადრე თუ გვიან, მას ბუნებრივად მოუნდება დაძინება.
⭕️ ხშირი ჭირვეულობა `აუტანელი ორწლიანების~ დამახასიათებელი თვისებაა. ჯერ კიდევ 12 თვის ასაკიდან ბავშვები, როგორც წესი, იწყებენ ყვირილს, ტირილს, კბენასაც კი, როდესაც ვერ იღებენ, რაც სურთ. თუმცა, კარგად ჯერ არ იციან, რა უფრო მოსწონთ.
🚘 19–20 თვის ბავშვი ამ მხრივ გაცილებით განვითარებულია (მაგალითად, მას იტაცებს პატარა სატვირთო მანქანით თამაში და ამავე დროს, სულაც არ მოსწონს, როდესაც მშობლები მოუწოდებენ, თამაში შეწყვიტოს და დასაძინებლად წავიდეს). ამას გარდა, იგი იწყებს ყურის წაყრუებას იმის გამო, რომ მას რაიმეზე უარი უთხრეს, ან გეგმები ჩაეშალა და სურვილი არ აუსრულდა.
🖇 რა თქმა უნდა, ამ ასაკის ბავშვებს არ ჰყოფნით სიტყვათა მარაგი საკუთარი სურვილებისა და გრძნობების სრულად გადმოცემისთვის.
ეს გარემოება იწვევს მთელ რიგ ბავშვურ კაპრიზებს.
📢 როდესაც ბავშვი, ვთქვათ, დაღლილია, მშიერია, რაღაც სტკივა, მოწყენილია ან ზედმეტად არის აღგზნებული, იგი უეცრად იწყებს აფეთქებას, გაბრაზებას, ჩხუბს, ისტერიკებს;
👉 გაიგეთ მეტი ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების შესახებ – https://bit.ly/3ZLdOB8
#ბავშვი #ბავშვისაღზრდა #ბავშვისმოვლა #ბავშვი20თვისასაკში #20თვისბავშვი #ბავშვისგანვითარება #ბავშვისფიზიკურიგანვითარება #ბავშვისინტელექტუალურიგანვითარება #როგორვითარდებაბავშვი #ბავშვისთამაში #ბავშვებისთამაშო #ბავშვისკვება #ბავშვისჭურჭელი #ბავშვისძილი #ნივთებიბავშვისთვის #ბავშვისტანსაცმელი #ბავშვისფეხსაცმელი #საკვებიბავშვებისთვის #პედიატრია #პედიატრისრჩევები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

აღებულია საიტიდან – http://best-nyanya.ru/periody14.htm 


! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.