დივერის სარკე

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

ბლაგვი,  ფირფიტისებრი,  მოხრილი, პრიალა ზედაპირიანი ქირურგიული ინსტრუმენტი;           (იხ. ჭრილობის გამაგანიერებელი ინსტრუმენტები (რეტრაქტორები)) (სურ. 1.28); აგებულება:

– წარმოადგენს ორივე მხრიდან მოხრილ ლითონის ფორფიტას.
– სამუშაო ზედაპირის სიმრუდეს აქვს დიდი რადიუსი  და სახელურზე   უფრო ფართოა;
– სახელური ბოლოვდება კავის  ფორმის შეზნექილობით, რაც უზრუნველყოფს კარგ მოჭიდებას.

დანიშნულება:

1) გამოიყენება ქოლეცისტექტომიის, ვაგოტომიის, წელის სიმპატექტომიის და სხვ. ოპერაციების დროს, მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლი, ელენთა და სხვ.) რეტრაქციისთვის;  ასეთი ფორმის ზედაპირი ორგანოებზე ზეწოლას არ ახდენს.

2) სარკის საპირისპირო მხარე შეიძლება გამოყენებულ იქნას  კავის სახით, ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის დროს.

3) დივერის სარკე გამოიყენება ბრმა ნაწლავზე ოპერაციისას,  მცირე მენჯის ღრუს ორგანოების რეტრაქციისთვის, რაც საოპერაციო ველის უკეთესი ხილვადობის საშუალებას იძლევა და  იცავს   ორგანოებს დაზიანებებისგან.

25

 

…..
ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
 
<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>>

 

Share this...Share on Facebook
Facebook