ახალდაბა

ახალდაბის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

ახალდაბა – ადმინისტრაციული მდებარეობა – ბორჯომის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – მტკვრის ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 790 მ. რელიეფი – მთაგორიანი.
ახალდაბის კლიმატი – დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 2,10C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20,10C. ნალექების წლიური რაოდენობა – 613 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 75%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2100 საათი.

ახალდაბის ფლორა – წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეები.

ახალდაბის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის კლიმატი და თერმული, აზოტოვანი, კარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,2-0,26 გ/დმ3, რომელთა შემადგენლობაში შედის 62 მგ/დმ3 კაჟმჟავა, 5 მგ/დმ3 გოგირდი.
მკურნალობის სახეობები ახალდაბაში: პასიური კლიმატოთერაპია და მინერალური წყლის აბაზანები.   >> საქართველოს კურორტები

.
.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..