ანალური ქავილი

ანალური ქავილინალური ქავილი უსიამოვნო და არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა.
ანალური ხვრელის მიდამოში, ქავილის მიზეზები სხვადასხვაა. განვიხილოთ ძირითადი მიზეზები, რომლებიც ხელს უწყობენ ანალური ქავილის განვითარებას.

იდიოპათიკური ანალური ქავილი

ანალური ქავილის ასეთი ტიპი, შეიძლება გაჩნდეს გასაკუთრებული მიზეზების გარეშეც.
შესაძლოა გამოწვეული იყოს სფინქტერის ტონუსის დაქვეითების გამო. სფინქტერის კუნთების ტონუსის დაქვეითების გამო,  გარეთ გამოდის მცირეოდენი ლორწო.
ეს ლორწო პერიანალური მიდამოს ქსოვილებზე მოხვედრისას, იწვევს ძლიერ გაღიზიანებას.  სწორედ ამგვარი გაღიზიანებები  იწვევენ ანალური ხვრელის ქავილს.

ანორექტოვაგინული დაავადებები

ამ სახეობის დაავადებების რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ-ბოლო სტადიაზე მყოფი ბუასილი, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო გაჩნდა, ანალური ნაპრალები, ნაწლავური ტიპის ფისტულები, სფინქტერის სხვადასხვა დისფუნქციები, სწორ ნაწლავში კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობა, ვაგინალური ლორწოს გამოსვლა საშოდან.

დერმატოლოგიური დაავადებები

ანალურმა ქავილმა შეიძლება გამოიწვიოს ფსორიაზი, სებორეული ტიპის დერმატიტი, ეგზემა (ატოპიური) და ა.შ.

კონტაქტური დერმატიტი

ასეთი სახის დერმატიტი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მალამოების, დეზოდორანტების  გამოყენებით, გარეგან გამაღიზიანებლებზე ალერგიული რეაქციით. მაგალითად, ქიმიური დანამატების შემცველი საპნის გამოყენება.

ინფექციური ანალური ქავილი

ამ სახის ანალური ქავილს, შეიძლება მივაკუთვნოთ ანალური მიდამოს კანის საფარველის დაზიანება სხვადასხვა ბაქტერიებითა და სოკოების გამორჩეული სახეობით.
ამ ინფექციებით გამოწვეული კანის დაზიანება, ავადმყოფს აპროვოცირებს მუდმივად მოიქავოს დაზიანებული მიდამო.

პარაზიტებით გამოწვეული ანალური ქავილი

ანალური  ქავილის ეს სახეობა, შესაძლოა გამოწვეული იყოს ტრიქომონოზით. ანალური ქავილის პროვოცირებას იწვევს სხვადასხვა ორალური ანტიბიოტიკი: ტეტრაციკლინი, ერითრომიცინი და სხვ.

სხვა მიზეზები

ანალური ქავილის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია საკმაოდ მძიმე ქრონიკული სისტემური დაავადების არსებობა. ამ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება – ღვიძლის მძიმე დაზიანება და შაქრიანი დიაბეტი.
ხშირად, ანალური ქავილის გაჩენის ფაქტორია, პირადი ჰიგიენის დაუცველობა.
ანალური მიდამოს არასაკმარისი ჰიგიენა იწვევს ქავილს. მაგრამ უნდა შევნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ზედმეტი ჰიგიენაც აღიზიანებს კანის საფარველს ანალურ მიდამოში და ამანაც შესაძლოა გამოიწვიოს ანალური ქავილი.
ანალური ქავილის მიზეზები შეიძლება იყოს ზედმეტი სითბო და ანალური მიდამოს ზედმეტი ტენიანობა. ეს შესაძლოა იყოს ძალიან მოტკეცილი ტანსაცმელი, რის გამოც ირღვევა ანალური  მიდამოს თვითვენტილაციის პროცესი.
ეს ფაქტორი უფრო პროვოცირებადია ცხელი კლიმატის პირობებში, ასევე ქავილის მიზეზი შეიძლება იყოს მაღალი  ფიზიკური აქტივობა.

იშვიათი მიზეზები

ძალიან იშვიათად, ანალური ქავილი შეიძლება პროვოცირებული იყოს გაზიანი სასმელების, ალკოჰოლისა და ცხარე პროდუქტების მიღებით.
მიზეზების  ჩამონათვალში განსაკუთრებული ადგილი აქვს ფსიქოგენურ ფაქტორებს. მომატებული გაღიზიანება, ემოციური განცდები, სტრესული მდგომარეობა-ეს არის მიზეზების არასრული ჩამონათვალი.

არჩილ შენგელია. საავტორო უფლებები დაცულია


ანალური ქავილიარჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

⭕️ არსებობს ანალური ქავილის გამომწვევი მრავალი მიზეზი
📌 იდიოპათიკური ანალური ქავილი შეიძლება გაჩნდეს გასაკუთრებული მიზეზების გარეშეც
📎 შესაძლოა გამოწვეული იყოს სფინქტერის ტონუსის დაქვეითების გამო, რის შედეგადაც გარეთ გამოდის მცირეოდენი ლორწო, რომელიც პერიანალური მიდამოს ქსოვილებზე მოხვედრისას, იწვევს ძლიერ გაღიზიანებას
🩺 ანალური ქავილი იწვევს სხვადასხვა დერმატოლოგიურ დაავადებებს:
✅ ფსორიაზი;
✅ სებორეული ტიპის დერმატიტი;
✅ ატოპიური ეგზემა
👉 შეიტყვეთ მეტი ანალური ქავილის შესახებ არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3zFrmlV
#ანალურიქავილი #ანალურიქავილისმიზეზები #იდიოპათიკურიანალურიქავილი #ანორექტოვაგინულიდაავადებები #დერმატოლოგიურიდაავადებები #კონტაქტურიდერმატიტი #ინფექციურიანალურიქავილი #პარაზიტებითგამოწვეულიანალურიქავილი #ფსორიაზი #სებორეულიდერმატიტი #ატოპიურიეგზება #კანისგაღიზიანება #დიარეა #ნაწლავისჭია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

.