ანჰიდროზი
ანჰიდროზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება ოფლის გამოყოფის არარსებობით.
ანჰიდროზის კლასიფიკაცია:
- მწვავე ანჰიდროზი ვითარდება ოფლის გამოყოფის ფუნქციონალური დარღვევებისას (მაგალითად, ორგანიზმის სწრაფი და მნიშვნელოვანი გაუწყლოებისას, ზოგიერთი მოწამვლებისა და ინტოქსიკაციებისას (მაგ. ქოლერა, ორსულთა ტოქსიკოზი, სხივური დაავადება);
- ქრონიკული ანჰიდროზი, როგორც წესი, ვითარდება ოფლის ჯირკვლების ჰიპო- ან აპლაზიის დროს;
- ტროპიკული ანჰიდროზი (ტროპიკული ანჰიდროზული ასთენია, ობრეინის ტროპიკული ანჰიდროზი, შელის ღრმა ოფლიანობა) აღინიშნება ტროპიკული კლიმატის პირობებში და თან ახლავს მას ვეზიკულური გამონაყარი;
- ლოკალიზაციის მიხედვით განარჩევენ კეროვან და გენერალიზებულ ანჰიდროზს.
ანჰიდროზის მიზეზები:
- დაბერება;
- სხივური დერმატიტი;
- ქრონიკული ატროფიული დერმატიტი;
- სკლეროდერმია;
- ზურგის ტვინის დაზიანება;
- აკრიქინით მოწამვლა;
- მილიარია;
- სიმპატექტომია;
- პერიფერიული ნეიროპათია;
- განგლიობლოკატორების მიღება;
- ანჰიდროზული ექტოდერმული დისპლაზია;
- ქოლინობლოკატორები;
- ისტერია;
- ზურგის ტვინის ღეროს სიმსივნეები;
- ფაბრის დაავადება.
ანჰიდროზის სიმპტომები:
პაციენტს აღენიშნება კანის გამუდმებული სიმშრალე, რომლის ფონზეც მოგვიანებით ვითარდება გამოშრობა, ნახეთქები და დერმატიტები.
ანჰიდროზის მკურნალობა:
ზოგადი თერაპიის სახით პაციენტს ენიშნება ვიტამინები, კერძოდ A და E. ადგილობრივად გამოიყენება სხვადასხვა ხსნარები და ლოსიონები.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988