ჰიპომენსტრუალური სინდრომი


 არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰიპომენსტრუალური სინდრომი (ჰიპ.. + მენსტრუაცია), მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა, რომელიც ვლინდება მენსტრუაციის შესუსტებით, ზედმეტად მწირი (ჰიპომენორეა), ზედმეტად ხანმოკლე (ოლიგომენორეა) 1-3 დღემდე და იშვიათი (ოპსომენორეა) მენსტრუაციის შენაცვლება 35 დღეზე მეტი ინტერვალით.

გვხვდება ხშირად სქესობრივი მომწიფების პერიოდში და კლიმაქსურ პერიოდში, არცთუ ისე იშვიათად წინ სდევს ამენორეას; განარჩევენ პირველად და მეორად ჰიპომენსტრუალურ სინდრომს.

პირველადი სინდრომის დროს მწირი, მოკლე და იშვიათი მენსტრუაციები აღინიშნება სქესობრივი მომწიფების დაწყებისას, მისი მიზეზია საკვერცხეების ფუნქციების (ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის) დაქვეითება საერთო ინფანტილიზმით.

მეორადი სინდრომი ვითარდება ნორმალური მენსტრუაციის გარკვეული პერიოდის შემდეგ ანთებითი დაავადებების ქრონიკული ინფექციების, ინტოქსიკაციების, საშვილოსნოს ზედმეტის ამოფხეკისას, აბორტისას და დიაგნოსტიკური მანიპულაციების შედეგად. ჰიპომენსტრუალურ სინდრომთან სხვა ფუნქციონალური დარღვევების დამატებისას საერთო სისუსტე, დეპრესია, ფრიგიდულობა, უშვილობა და სხვა საჭიროა სპეციალური და გამაძლიერებელი მკურნალობა.

________________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

გაფრთხილება

    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
    • Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები

..