გინგივიტი კატარული ქრონიკული

..

გინგივიტი კატარული ქრონიკული – (სტომატ.) სხვა სახის გინგივიტებს შორის კატარული ყველაზე ხშირია (დაახლოებით 90%). მისი დამახასიათებელი ნიშნებია: 1) დაავადება ვლინდება ბავშვებსა და მოზარდებში, იშვიათად ახალგაზრდებში; 2) დარღვეული არ არის კბილ-ღრძილის შეერთება (არ არის ჯიბე); 3) რენტგენოგრამაზე არ ჩანს ალვეოლთაშორისი ძგიდეების დესტრუქციის ნიშნები; 4) ღრძილის ღარის ზონდირების დროს სისხლდენის სიმპტომი დადებითია; 5) არსებობს პირდაპირი კავშირი ჰიგიენის ინდექსსა და გინგივიტის ინდექსს შორის, კბილის არამინერალიზებული ნადებები (მიკრობული ნადები და ა.შ.); 6) ხშირად გინგივიტს თან ახლავს მინანქრის კეროვანი დემინერალიზაცია ყელის მიდამოში; 7) ავადმყოფთა ზოგადი მდგომარეობა დარღვეული არ არის, მწვავე ან ქრონიკული დაავდების გამწვავების შემთხვევების გარდა. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>