თავის ტკივილი ბავშვებში

თავის ტკივილი ბავშვებში. 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებს იშვიათად აქვთ თავის ტკივილი უმიზეზოდ.

რა ვეძიოთ

პატარებში თავის ტკივილი შეიძლება თან ახლდეს ინფექციებს. ამ დროს ხშირია კუნთების ტკივილი. კისრის კუნთების დაჭიმულობა შეიძლება მიუთითებდეს ტვინის გარსის ანთებაზე (მენინგიტზე).


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

უფრო მოზრდილ ბავშვებში და მოზრდილებში სტრესი და დაძაბულობა თავის ტკივილის და კისრის კუნთების სპაზმის სავარაუდო მიზეზებია. ამ შემთხვევაში, ტკივილი ძლიერდება დღის ბოლოს და არის მოჭერითი, მუდმივი, პულსირებადი და ცალმხრივი ხასიათის. ტკივილი, თუ იგი უეცრად იწყება და თან ერთვის გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, თვალის პრობლემები – სავარაუდოდ ,,შაკიკია”.

თავის ტკივილს შეიძლება წინ უსწრებდეს თავის ტრავმა, გულყრა. თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია არასრული წვის წყაროდან (გაუმართავი გამათბობელი ბინაში, მანქანაში და სხვა); თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს აგრეთვე ცუდი მხედველობა.

თავის ტკივილი ბავშვებშითავის ტკივილის დროს დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ ექიმი/სასწრაფო დახმარება, თუ

  • ტკივილი ძლიერი და მუდმივი ხასიათისაა;
  • კისრის კუნთები დაჭიმულია;
  • ბავშვის ქცევა შეცვლილია: აგზნებულია ან მოდუნებული;
  • გუგები არათანაბარია;
  • არის რიგი პრობლემებისა – გონების დაბინდვა, მეტყველების გაძნელება, მხედველობის გაუარესება, პირღებინება, წონასწორობის დაკარგვა;
  • მიღებული აქვს თავის ტრავმა;
  • ბავშვი 5 წელზე ნაკლებისაა.

თავის ტკივილი ბავშვებში. ექიმს უნდა მიმართოთ, თუ:

  • მუდმივი ტკივილი გრძელდება 48-72 საათზე მეტხანს;
  • სიცხის გარდა სხვა სიმპტომები არ არის;
  • ტკივილი აღვიძებს ბავშვს ან გრძელდება 24 საათზე მეტხანს.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1; >> ,,ბავშვი”