გაუტკივარება ბავშვებში

გაუტკივარება ბავშვებში

გაუტკივარების თავისებურებები ბავშვებში

ცნობილია, რომ სამკურნალო მანიპულაციებმა შეიძლება გამოიწვიონ ბავშვის სტრესული რეაქცია. ბორმანქანის ხმა, შპრიცი და ინსტრუმენტები, სისხლის კვალი ტამპონზე – ყოველივე ეს იწვევს პატარა პაციენტის ნეგატიურ რეაქციას. ბავშვთა ანესთეზიოლოგიის ძირითადი მიზანია პატარას მშვიდი ქცევის უზრუნველყოფა.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

სტომატოლოგის მიერ ჩატარებული მკურნალობა უმტკივნეულო უნდა იყოს. ბავშვებს ძალიან კარგად ამახსოვრდებათ ტკივილი, შედეგად კი ადრეულ ასაკში სტომატოლოგის კაბინეტში მიღებულმა ნეგატიურმა გამოცდილებამ შეიძლება მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვიოს კბილების მკურნალობის მიმართ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ანესთეზიოლოგიის როლი ბავშვთა სტომატოლოგიაში.

გაუტკივარების ძირითადი მიზნები ბავშვებში: 

  • საჭირო ხანგრძლივობის სრულყოფილი ანესთეზიის უზრუნველყოფა;
  • ფსიქოემოციური დაძაბულობის მოხსნა;
  • ბავშვის მშვიდი ქცევა;
  • გაუტკივარების მართვა;
  • ლორწოს, სისხლის, პირნაღები მასებისა და უცხო სხეულების ასპირაციის თავიდან აცილება.
  • ბავშვებისთვის ყველაზე ნაკლებად ტოქსიკური საანესთეზიო და ნარკოტიკული საშუალებების შერჩევა;
  • ბავშვის ორგანიზმის ფუნქციური დარღვევების პროფილაქტიკის უზრუნველყოფა;
  • სწრაფი რეაბილიტაცია;
  • კვალიფიციური სტომატოლოგიური დახმარების გაწევა;
  • მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფა ბავშვთა სტომატოლოგის მუშაობისთვის;
  • ნებისმიერი სტომატოლოგიური დახმარების აღმოჩენა ბავშვებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ანესთეზიოლოგიურ უზრუნველყოფას, სხვადასხვა თანმხლები სომატური დაავადებების მიუხედავად;
  • გვერდითი რეაქციებისა და გართულებების განვითარების მინიმალური რისკი პოლიკლინიკიდან ბავშვების წასვლის შემდეგ.

სტომატოლოგიური ჩარევა ნებისმიერი სახის ანესთეზიის ქვეშ ხორციელდება მხოლოდ მშობლების თანხმობით. ანესთეზიის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, მისი ფსიქიკისა, ენდოკრინული სისტემის და მთლიანად ორგანიზმის მდგომარეობაზე. ამავდროულად, გაუტკივარების ტიპი და მისი გამოყენების მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს მკურნალობისა და ტრავმატიზმის დაგეგმილ მოცულობას.

მომზადება ანესთეზიის ჩასატარებლად 

  • ბავშვის გამოკვლევა. ანესთეზიის დროს რომელიმე სამკურნალო პრეპარატის ინდივიდუალურ აუტანლობასთან დაკავშირებული მოულოდნელობების ასაცილებლად, ექიმმა მშობლებთან უნდა გაარკვიოს: ჰქონდა თუ არა ბავშვს წარსულში რეაქციები პრეპარატებზე, საკვებ პროდუქტებზე, კარგავს თუ არა იგი გონებას ტკივილის, შიშის დროს. ანესთეზიოლოგს ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს მონაცემები უახლოესი ნათესავების მიერ რომელიმე პრეპარატის აუტანლობის შესახებ. ანესთეზიის სახეოისა და მეთოდის სწორი შერჩევისათვის აუცილებლად სწორი წარმოდგენა უნდა შევიქმნად ბავშვის ზოგადი მდგომარეობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების შესახებ.
  • ფსიქოლოგიური მომზადება. ანესთეზიოლოგის მთავარი ამოცანაა ბავშვის დაცვა მომავალ მკურნალობასთან დაკავშირებული უარყოფითი ემოციებისგან. მან აუცილებლად უნდა დაამყაროს კონტაქტი პაციენტთან და გაფანტოს მისი შიში.
  • ზოგადი სომატური მომზადება. ის, თუ რა სამკურნალო ღონისძიებებს ჩაუტარებს ექიმი ბავშვს, ან რომელ ფარმაკოლოგიურ პრეპარატებს დანიშნავს ის ოპერაციის წინ, დამოკიდებულია თანმხლებ სომატურ დაავადებებზე. შეიძლება საჭირო გახდეს ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ნეფროლოგის, ენდოკრინოლოგის, ალერგოლოგის კონსულტაცია.
    ოპერაციის წინ, განსაკუთრებით თუ ის პირის ღრუში უნდა ჩატარდეს, სასურველია მოხდეს პირის ღრუს, ცხვირის, ცხვირ-ხახის სანაცია.

    ყველა ოპერაცია, კბილების ამოღებისა და მათი მკურნალობის ჩათვლით, ბავშვებში უნდა ტარდებოდეს სრულყოფილი გაუტკივარების ქვეშ. მხოლოდ ძალიან მორყეული სარძევე კბილების (რომელთა ფესვებიც უკვე გაწოვილია) ამოღება შეიძლება აპლიკაციური ანესთეზიის ქვეშ.
  • პრემედიკაცია. შეიძლება დანიშნოს და ჩაატაროს ექიმმა-სტომატოლოგმა. მოსალოდნელ მკურნალობაზე სტრესის შესამცირებლად, ადგილობრივ ანესთეზიამდე გარკვეული დროით (30-60 წთ) ადრე ბავშვს ალევინებენ სათანადო სამკურნალო პრაპარატს.

პრემედიკაციის მიზანია: 

  • ფსიქოემოციური დაძაბულობისა და ტკივილის მგრძნობელობის დაქვეითება;
  • სტრესით გამოწვეული გართულებების აცილება;
  • სტომატოლოგიური მკურნალობის შემსუბუქება;
  • ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების შესაყვანი რაოდენობის შემცირება;
  • უფრო ხანგრძლივი ჩარევის განხორციელება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ;
  • ჰემოდინამიკის მაჩვენებლების სტაბილიზაცია;
  • ღებინების რეფლექსის, ნერწყვის მომატებული გამოყოფის დათრგუნვა და ა.შ.

პრემედიკაციის ძირითადი ამოცანებია: 

  • ანესთეზიისა და ჩარევის წინ ფსიქიკური და ემოციური მოსვენების მდგომარეობის შექმნა;
  • ნარკოზში შესვლის გამარტივება და სანარკოზე საშუალებების კონცენტრაციის დაქვეითება ნარკოზის დროს;
  •  ჭარბი რეფლექსური გავლენის აცილება ანესთეზიისა და ოპერაციის დროს;
  • ტრაქეობრონქული ხის ჯირკვლების სალივაციისა და სეკრეციის შემცირება.

პრემედიკაციის უკუჩვენებას შეიძლება წარმოადგენდეს პრეპარატის აუტანლობა. პრემედიკაციისთვის გამოყენებადმა ყველა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

პრემედიკაციის ყველაზე ეფექტური მოქმედება ადგილობრივ ანესთეზიასთან ერთად, აღინიშნება საშუალო და უფროსი ასაკის ბავშვებში. მცირე ასაკის ბავშვებში ტრანკვილიზატორების გამოყენება ზოგჯერ ამცირებს ვაჟკაცური ქცევის მოტივაციას და ასუსტებს ნებისყოფის პროცესებს.

პრემედიკაცია აუცილებლად ტარდება ზოგადი ანესთეზიის დროს. იგი აგვაცილებს ანესთეზიასთან და ოპერაციასთან დაკავშირებულ შესაძლო გართულებებსა და გვერდით რეაქციებს. გადასვლა  ბავშვი

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.