კოლიკა

კოლიკა

ნაწლავთა კოლიკა ჩვილ ბავშვებში ერთერთი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ხშირია სიცოცხლის პირველ თვეებში, იწყება 3-4 კვირაზე და გრძელდება დაბადებიდან დაახლოებით 3-4 თვემდე. მიუხედავად იმისა, რომ ნაწლავთა კოლიკა ბავშვს საფრთხეს არ უქმნის და თავისით გაივლის 3-4 თვის შემდეგ, აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია, თუნდაც იმისათვის, რომ გამოირიცხოს სხვა დარღვევები, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს მუცლის არეში ტკივილები.

კოლიკის განვითარების მიზეზები:

  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უმწიფრობა, რასაც ემატება გარკვეული პროდუქტები, რომლებსაც იღებს მეძუძური დედა. ამ შემთხვევაში დაგვეხმარება მეძუძური დედის დიეტა, ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვის შემთხვევაში კი შესაძლოა დაგჭირდეთ ფორმულის შეცვლა
  • ჰაერის გადაყლაპვა წოვის დროს
  • ლაქტოზის აუტანლობა – ეს შედარებით იშვიათი მიზეზია, თუმცა მძიმე შემთხვევებში უნდა გამოირიცხოს
  • ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერების აზრით კოლიკის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ნერვული სისტემის უმწიფრობა, ორსული დედის მიერ თამბაქოს მოწევა და თვითონ ახალშობილის პასიური მწეველობა

კოლიკის ნიშნები:

  • კოლიკა ძირითადად ვითარდება დღის მეორე ნახევარში ან საღამოს
  • პატარას ერთი შეხედვით უმიზეზოდ, რეგულარული ტირილის შეტევები ახასიათებს,  დაწყნარება კი  ვერ ხერხდება
  • ტირილის დროს პატარას ფეხები მიაქვს მუცელთან და რკალივით იხრება, ხელები კი მუშტად აქვს შეკრული
  • მუცელი შებერილია, შეინიშნება აირების გამოყოფა

რით დავეხმაროთი პატარას

  • აიყვანეთ ხელში და არწიეთ მსუბუქად ან მოათავსეთ სარწეველა ეტლში
  • ჩართეთ რითმული მუსიკა ან უმღერეთ. გასაკვირია, მაგრამ პატარას ამშვიდებს რითმული ხმიანობა – სარეცხი მანქანის, მტვერსასრუტის ხმაც კი
  • მიეცით მატყუარა საწოვარა
  • დააწვინეთ პატარა მუცელზე
  • ყოველი კვების შემდეგ დაიკავეთ პატარა ვერტიკალურ მდგომარეობაში, მსუბუქად წაუსვით ზურგზე ხელი
  • თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, შეარჩიეთ პოზიცია, რომლის დროსაც პატარა ვერტიკალურ მდგომარეობაში იქნება
  • თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, დააკვირდით, რომ ბოთლი შევსებული იყოს ბოლომდე, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ბოთლები ანტიკოლიკური დაცვით
  • ეფექტურია თბილი აბაზანა, სასურველია პატარა მთლიანად მოათავსოთ თბილ წყალში
  • დაიწვინეთ ბავშვი გულმკერდზე და ზურგზე მსუბუქად გადაუსვით ხელი
  • მდგომარეობას შეუმსუბუქებს მუცელზე მსუბუქი წრიული მასაჟი საათის ისრის მიმართულებით

მეძუძურმა დედამ უნდა თავი უნდა აარიდოს იმ პროდუქტების მიღებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალშობილებში კოლიკის განვითარებას:

  • პარკოსანი მცენარეები
  • ძროხის რძე, განსაკუთრებით ამძიმებს მდგომარეობას  ლაქტოზის აუტანლობის დროს
  • შავი პური
  • უჯრედისით მდიდარი პროდუქტები: ახალი ხილი და ბოსტნეული
  • შოკოლადი, ალკოჰოლი, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილეულობა
იხ. ასევე

______________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”