კოლიკა ბავშვებში

კოლიკა ბავშვებში

ნაწლავთა კოლიკა ჩვილ ბავშვებში ერთერთი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ხშირია სიცოცხლის პირველ თვეებში, იწყება 3-4 კვირაზე და გრძელდება დაბადებიდან დაახლოებით 3-4 თვემდე.
მიუხედავად იმისა, რომ ნაწლავთა კოლიკა ბავშვს საფრთხეს არ უქმნის და თავისით გაივლის 3-4 თვის შემდეგ, აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია, თუნდაც იმისათვის, რომ გამოირიცხოს სხვა დარღვევები, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს მუცლის არეში ტკივილები.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

კოლიკის განვითარების მიზეზები:

  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უმწიფრობა, რასაც ემატება გარკვეული პროდუქტები, რომლებსაც იღებს მეძუძური დედა. ამ შემთხვევაში დაგვეხმარება მეძუძური დედის დიეტა, ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვის შემთხვევაში კი შესაძლოა დაგჭირდეთ ფორმულის შეცვლა
  • ჰაერის გადაყლაპვა წოვის დროს
  • ლაქტოზის აუტანლობა – ეს შედარებით იშვიათი მიზეზია, თუმცა მძიმე შემთხვევებში უნდა გამოირიცხოს
  • ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერების აზრით კოლიკის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ნერვული სისტემის უმწიფრობა, ორსული დედის მიერ თამბაქოს მოწევა და თვითონ ახალშობილის პასიური მწეველობა

კოლიკის ნიშნები:

  • კოლიკა ძირითადად ვითარდება დღის მეორე ნახევარში ან საღამოს
  • პატარას ერთი შეხედვით უმიზეზოდ, რეგულარული ტირილის შეტევები ახასიათებს,  დაწყნარება კი  ვერ ხერხდება
  • ტირილის დროს პატარას ფეხები მიაქვს მუცელთან და რკალივით იხრება, ხელები კი მუშტად აქვს შეკრული
  • მუცელი შებერილია, შეინიშნება აირების გამოყოფა

რით დავეხმაროთი პატარას

  • აიყვანეთ ხელში და არწიეთ მსუბუქად ან მოათავსეთ სარწეველა ეტლში
  • ჩართეთ რითმული მუსიკა ან უმღერეთ. გასაკვირია, მაგრამ პატარას ამშვიდებს რითმული ხმიანობა – სარეცხი მანქანის, მტვერსასრუტის ხმაც კი
  • მიეცით მატყუარა საწოვარა
  • დააწვინეთ პატარა მუცელზე
  • ყოველი კვების შემდეგ დაიკავეთ პატარა ვერტიკალურ მდგომარეობაში, მსუბუქად წაუსვით ზურგზე ხელი
  • თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, შეარჩიეთ პოზიცია, რომლის დროსაც პატარა ვერტიკალურ მდგომარეობაში იქნება
  • თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, დააკვირდით, რომ ბოთლი შევსებული იყოს ბოლომდე, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ბოთლები ანტიკოლიკური დაცვით
  • ეფექტურია თბილი აბაზანა, სასურველია პატარა მთლიანად მოათავსოთ თბილ წყალში
  • დაიწვინეთ ბავშვი გულმკერდზე და ზურგზე მსუბუქად გადაუსვით ხელი
  • მდგომარეობას შეუმსუბუქებს მუცელზე მსუბუქი წრიული მასაჟი საათის ისრის მიმართულებით

მეძუძურმა დედამ უნდა თავი უნდა აარიდოს იმ პროდუქტების მიღებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალშობილებში კოლიკის განვითარებას:

  • პარკოსანი მცენარეები
  • ძროხის რძე, განსაკუთრებით ამძიმებს მდგომარეობას  ლაქტოზის აუტანლობის დროს
  • შავი პური
  • უჯრედისით მდიდარი პროდუქტები: ახალი ხილი და ბოსტნეული
  • შოკოლადი, ალკოჰოლი, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილეულობა
იხ. ასევე

გადასვლა >>> ,,ბავშვი”