ნაწოლების პროფილაქტიკა და მოვლა

ამ  გვერდიდან შეგიძლიათ  გამოიწეროთ ავადმყოფის მოვლის საშუალებები  ,,ამაზონიდან”. იხ. ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ნაწოლი არის სხეულის გარკვეულ ნაწილზე ზეწოლის შედეგად განვითარებული იშემია (სისხლით მომარაგების გაუარესება), რაც იწვევს ქსოვილის დაზიანებას და შემდგომში კვდომას. რომელ ავადმყოფებს აქვთ ნაწოლების გაჩენის საშიშროება? ზოგადად ყველა მწოლიარე და მძიმე ავადმყოფს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც აღენიშნება:

  • ზოგადი მდგომარეობის გაუარესება
  • მოძრაობის უნარის დაქვეითება
  • მგრძნობელობის დარღვევები
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • ცნობიერების დარღვევა
  • შეუკავებლობა
  • გულის, სისხლის მიმოქცევის და სისხლის დაავადებები.

♦ ნაწოლების პრევენციის საშუალებები ,,ამაზონზე” decubitus ulcer prevention >>
♦ ნაწოლების სამკურნალო საშუალებები ,,ამაზონზე” bedsores medication >>>
♦ ნაწოლების საწინააღმდეგო ბალიშები bedsores pillow

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ორთოპედიული საქონელი >>


ნაწოლების განვითარების თვალსაზრისით სხეულის რომელ ნაწილებია ყველაზე სახიფათო?

ყველა ის ადგილი, სადაც ძვლები კანთან ახლოსაა, ანუ სადაც კანქვეშა რბილი ქსოვილები ნაკლებად არის განვითარებული.

როგორია ნაწოლის გაჩენის პირველი ნიშნები?

  • კანის შეწითლება, რომელიც ზეწოლისაგან განთავისუფლების შემდეგ არ გადადის
  • წყლულოვანი ბუშტუკების წარმოქმნა
  • კანის აქერცვლა
  • ზეწოლისას ტკივილი
  • კანის მოლურჯო – მოშავო შეფერილობა

როგორ ავიცილოთ თავიდან ნაწოლის წარმოქმნა?

აუცილებელია:

  • კანის ჰიგიენა, მთელი სხეულის ჩამობანა ყოველდღე თბილი წყლით (იხილეთ მთლიანი დაბანა საწოლში)
  • კანის დამუშავება ქაფურის სპირტითა და სპეციალური დამცავი საშულებებით
  • კანის სიმშრალის შენარჩუნება, განსაკუთრებით შეუკავებლობის დროს
  • წოლითი მდგომარეობების შეცვლა ყოველ 3 საათში ერთხელ
  • მოხერხებული წოლა რბილ ბალიშებზე ისე, რომ ის ადგილები, სადაც ნაწოლის გაჩენის საშიშროებაა, არ ეხებოდეს ქვეშაგებს
  • სპეციალური ლეიბების გამოყენება
  • ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება, ვიტამინებით მდიდარი საკვებისა და საჭირო რაოდენობის სითხის მიწოდება

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure26/brochure26.htm; გადასვლა >>ავადმყოფის სახლში მოვლა