როგორ შევარჩიოთ საბავშვო კოსმეტიკა

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ საბავშვო კოსმეტიკის საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

დღეისათვის საბავშვო კოსმეტიკური საშუალებების ფართო არჩევანია, პროდუქციის სწორად შერჩევა კი სპეციალისტის დახმარების გარეშე საკმაოდ რთულია. იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ საბავშვო კოსმეტიკა, მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ და თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო მოვლენები, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:

♦ – შეარჩიეთ საბავშვო კოსმეტიკა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის. როგორც წესი, ახალშობილებისათვის განკუთვნოლ კოსმეტიკას ნეიტრალური სუნი აქვს, მსუბუქი არაცხიმოვანი კონსისტენციისა და არ შეიცავს საღებავებს, ამიტომაც უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის პატარასათვის;

♦ – ბავშვები, რომელთაც კანის პრობლემები აქვთ, აღენიშნებათ ატოპიური დერმატიტი – შეარჩიეთ სპეციალური საბავშვო კოსმეტიკა;

♦ – ყურადღება მიაქციეთ საბავშვო კოსმეტიკის შემადგენლობას – საბავშვო კოსმეტიკა არ უდა შეიცავდეს კონსერვანტებს, საღებავებს;

♦ – გამოყენებამდე აუცილებლად გამოსცადეთ ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება.  თავდაპირველად კოსმეტიკური საშუალება კანის მცირე უბანზე უნდა წაუსვათ და დაელოდეთ რეაქციას, თუმცა ასევე უნდა გაითვალსიწინოთ, რომ დაუყონებლივ აღმოცენებული რეაქცია კანზე, შეწითლება, მიუთითებს პროდუქციის აუტანლობაზე, ან მის არასწორ და დიდი რაოდენობით გამოყენებაზე. ალერგიული რეაქცია კი ვითარდება რამდენიმე საათის, ზოგჯერ რამდენიმე დღის შემდეგაც კი. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს პედიატრს, ბავშვთა ალერგოლოგს;

♦ – ყურადღება მიაქციეთ საბავშვო კოსმეტიკის ვარგისიანობის ვადას. გახსოვდეთ , რომ ვადაგასული პროდუქციის გამოყენების შემთხვევაში ეფექტი შესაძლოა საერთოდ არ ქონდეს, ამასთან მისი გამოყენება არცთუ უსაფრთხოა. ასევე გახსოვდეთ, რომ კრემები თავიანთ თვისებას ინარჩუნებენ ვადის გასვლამდე მხოლოდ სწორი შენახვის შემთხვევაში. იმის მიმანიშნებელი, ვარგისიანია თუ არა კოსმეტიკური საშუალება, შეიძლება იყოს  ფერის, სუნის ან კონსისტენციის შეცვლა, მაგალითად  სქელი ემულსია განცალკევდეს ცხიმად და წყლად;

♦ – შეიძინეთ საბავშვო კოსმეტიკა მხოლოდ სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ადგილებში,  სპეციალიზირებლ მაღაზიაში და კიდევ უფრო სასურველია, რომ შეიძინოთ აფთიაქში, არამც და არამც ბაზრობებზე და სხვა შეუსაბამო ადგილებზე.

ასევე გახსოვდეთ, რომ

♦ – საბავშვო კოსმეტიკა დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ ხარისხიანი ნედლეულისგან;
♦ – ყველა ინგრედიენტი დაშვებული უნდა იყოს ძუძუთა და ადრეული ასაკის ბავშვებისათვის;
♦ – საბავშვო კოსმეტიკა უნდა გადიოდეს ტესტს უსაფრთხოებაზე და უნდა იყოს სერტიფიცირებული;
♦ – ბავშვის მოვლის ნებისმიერ საშუალებაზე მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი, მასში შემავალი ინგრედიენტები: კონსერვანტები, არომატიზატორები, ემულგატორები.

ბავშვის დასაბანი საშუალებები ,,ამაზონში”
.
.
ბავშვის კანის, ფრჩხილების  მოვლის საშუალებები ,,ამაზონში”
.
.

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”; შოპერი – 1.  ბავშვის დასაბანი საშუალებები; 2.  ბავშვის კანის, ფრჩხილების მოვლა


..