კბილების ამოღება ორსულობისას

კბილების ამოღება ორსულობისას

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”


მრავალი ქალი დარწმუნებულია, რომ კბილის ამოღების ოპერაცია შეიძლება უარყოფითად აისახოს ორსულობაზე. მაგრამ ეს აზრი მცდარია. დაავადებული კბილი ანთებისა და ინფექციის კერაა თქვენს ორგანიზმში. თუ არ მიხვალთ სტომატოლოგთან, ამით შეიძლება ავნოთ საკუთარ თავსაც და მომავალ ბავშვსაც.

ქირურგიული მანიპულაციები დიდი სტრესია ორსულის ორგანიზმისთვის. ძირითადად, კბილის ამოღებას მიმართავენ მწვავე ტკივილის დროს. კბილების ამოღებას გეგმავენ ორსულობის მეორე ტრიმესტრში. მაგრამ თანამედროვე ქირურგიული სტომატოლოგიის ტენდენცია მიმართულია კბილის შემანარჩუნებელი ოპერაციების ჩატარებისკენ, თუ ამის საშუალებას იძლევა კლინიკური შემთხვევა. პირის ღრუში სერიოზული გართულებების განვითარების რისკის არსებობის დროს, ექიმმა შეიძლება მიიღოს კბილის ამოღების გადაწყვეტილება.

კბილების ამოღების ჩვენებებია:

* ყბის სიმსივნე
* კბილების ძლიერი დაშლა კარიესის გამო
* კბილის მესამე და მეოთხე ხარისხის მოძრავობა პაროდონტიტის დროს
* ნერვის დაზიანება
* კისტები და სინუსიტები
* პერიოდონტიტი ანთების რთული კერით
* ზეკომპლექტური კბილები (ზედმეტი კბილები, რომლებიც არღვევენ კბილთა მწკრივის ჰარმონიას)

კბილების ამოღების უკუჩვენებებია:

* ორსულობის პირველი, მეორე და მეცხრე თვე.

თუ გაჩნდა დაავადებული კბილის ამოღების აუცილებლობა, ოპერაციის არ უნდა შეგეშინდეთ. ორსულობის დროს ანესთეზიის ჩატარება შეიძლება. არსებობს ექიმების მიერ რეკომენდებული საანესთეზიო საშუალებები:

– ულტრაკაინი
– ალფაკაინი
– სეპტანესტი
– მეპივაკაინი

ქირურგიული ჩარევის წინ აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

სიბრძნის კბილების ამოღება

ზოგჯერ ძალიან რთული ქირურგიული მანიპულაციაა. ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს სხეულის მაღალი ტემპერატურა. ორსული ქალის ორგანიზმისთვის ასეთი ცვლილებები სასურველი არ არის. თუ სიტუაცია კრიტიკული არ არის და არ აღინიშნება კბილის მწვავე ტკივილი, ოპერაციის გადადება უმჯობესია მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის. კონსულტაციაზე ჩაეწერეთ და გამოკვლევა ჩაიტარეთ სტომატოლოგთან.

სტომატოლოგთან ვიზიტის დროს:

კბილების ამოღება ორსულობისას– აცნობეთ ექიმს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის და ორსულობის ვადის შესახებ;
– გაიგეთ, შესაძლებელია თუ არა კბილის შემანარჩუნებელი ოპერაციის ჩატარება;
– გაიგეთ ექიმისგან საანესთეზიო საშუალების შემადგენლობისა და მოქმედების, შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ;
– თუ საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ჰკითხეთ: როგორი იქნება დასხივების მაქსიმალური დოზა;
– რენტგენის სურათის გადაღების  დროს აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური დამცავი წინსაფრები. აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს. გადასვლა >> სტომატოლოგია; 2. ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

იხ. ასევე: ორსულობა და კბილები