გულის ფრიალი

სტატიაში მოცემულია მასალა მოსახლეობაში  ფართოდ გავრცელებული სიმპტომის გულის ფრიალის გამოვლენის, მიზეზების და თავიდან აცილების შესახებ. განხილულია ის მდგომარეობები, თუ როდის უნდა ჩაითვალოს გულის ფრიალი საშიშ მდგომარეობად, როდესაც სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება, როდის უნდა  მივმართოთ ექიმს და როდის არ უნდა მივაქციოთ ყურადღება მას >>>

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ 

გულის ფრიალი,  არის გულის შეგრძნების გრძნობა, რომელიც წააგავს ბაგა–ბუგის ან ცხენის ჭენების ხმიანობას. ეს შეგრძნება შეიძლება აღინიშნოს გულმკერდის, ყელის ან კისრის მიდამოში. 

თქვენ შეიძლება გქონდეთ საკუთარი გულის გაძლიერებული ძგერის შეცნობის უსიამოვნო გრძნობა          გულის მკერდიდან ამოვარდნის ან საერთოდ გაჩერების გრძნობა. როდესაც თქვენ გაქვთ გულის ფრიალი,   გულის რითმი  შეიძლება იყოს ნორმალური ან გახშირებული და იშვიათ შემთხვევებში გაიშვიათებულიც. 

ნორმალურად ითვლება გულის  ცემის სიხშირე 60–100 წუთში. იმ პირებში რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ ფიზიკურად ან იღებენ გულის რითმის შემამცირებელ მედიკამენტებს – გულის ცემის სიხშირე შეიძლება დავარდეს 55 შეკუმშვა წუთში და უფრო მეტად.

თუ თქვენი გულის ცემის სიხშირე სწრაფია (მეტია 100 შეკუმშვა წუთში), საქმე  გვაქვს ტაქიკარდიასთან,  არარეგულარული  დამატებითი გულის შეკუმშვების დროს,  პაციენტს აქვს ექსტრასისტოლია.  გულის ფრიალი ჩვეულებრივად საშიში არ არის. მაგრამ თუ  ის წარმოადგენს არანორმალური გულის რითმის (არითმიის) გამოვლინებას, მაშინ საჭიროა  შესაბამისი ღონისძიებების მიღება.
გულის არანორმალური რითმი შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მდგომარეობებით:
    •  გულის ფრიალის დაწყებისას უკვე ცნობილი გულის დაავადების არსებობა  (მიოკარდიტიენდოკარდიტიპერიკარდიტი, გულის უკმარისობა, გადატანილიმიოკარდიუმის  ინფარქტი და სხვა
    • გულის დაავადები მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორების არსებობა (შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია და სხვა..)
    • გულის სარქველების დაავადება (მაგ.  მიტრალური პროლაფსი)
    • ელექტროლიტების (კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი) დისბალანსი სისხლში– მაგალითად კალიუმის დაბალი დონე
    • ორგანიზმის ინტოქსიკაცია;

 მიზეზები:

გულის ფრიალი ხშირად არ არის საშიში  სიცოცხლესთვის.  ისინი შეიძლება განპირობებული იყოს, შემდეგი მიზეზებით:

    • შფოთვა, სტრესი, პანიკური შიში, ან ისტერიკა ნეიროცირკულატორული დისტონია;
    • კოფეინის და ნიკოტინის მოხმარება ზედმეტი მოხმარება, კოკაინის ან სხვა არალეგალური წამლების მოხმარება;
    • დიეტაზე დაჯდომა, ზედმეტი ვარჯიში;
    •  ცხელება;
    • ანომალური ვისცერალური რეფლექსებით მუცლის ღრუდან (ქოლეცისტიტის, გასტრიტის, პანკრეატიტის და სხვ. დროს);
    • ხერხემლის პათოლოგია (სკოლიოზი, ჰერნია, ოსტეოქონდროზი, მალის გამოვარდნა ხერხემლის სვეტიდან)

ზოგჯერ გულის ფრიალი წარმოადგენს გულის არანორმალური რითმის (არითმია) გამოვლინებას რომელიც შეიძლება      გამოწვეული იყოს:

    • გულის დაავადებით  (იხ. ზემოთ);
    • გულის სარქველის დაზიანებით, მაგალითად მიტრალური პროლაფსი;
    • კალიუმის არანორმალური დონის რაოდენობით სისხლში;
    • ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით, რომელიც იხმარება სხვა დაავადების სამკურნალოდ, მაგ; ასთმის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის ან გულის სხვა დაავადებისთვის;
    • ჰიპერთირეოზით;
    • ჟანგბადის დაბალი შემცველობით სისხლში, მაგ. ანემიის დროს;
    • ალკოჰოლიზმით.

სახლში შეიძლება მიიღოთ შემდეგი ზომები

    • შეამციროთ კოფეინის და ნიკოტინის მიღება. ეს ხშირად ამცირებს გულის ფრიალს;
    • ისწავლეთ თუ როგორ არეგულიროთ სტრესი და შფოთვა;
    • ისწვლეთ სუნთქვითი ვარჯიშები ან კუნთების ღრმა მოდუნება;
    • შეასრილეთ იოგას ვარჯშები, გააკათეთ მედიტაცია;
    • ივარჯიშეთ რეგულარულად.

როდესაც გულის ფრიალის სერიოზული მიზეზი გამორიცხული იქნება, ყურადღება აღარ უნდა მიაქციოთ გულის ფრიალს!!!

შემდეგი სიმპტომების არსებობის დროს აუცილებლად აკრიფეთ 112 და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა:

    • გონების ნაწილობრივ ან სრული დაკარგვა;
    • ტკივილი გულმკერის მიდამოში;
    • ქოშინი, სუნთქვის გაძნელება;
    • პროფუზული ოფლიანობა;
    • თავბუსხვევა და გულისწასვლის შეგრძნება.

დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს ან კარდიოლოგს თუ თქვენ გაქვთ შემდეგი ნიშნები

    • თუ თქვენ ადრე, არასდროს არ გქონიათ გულის ფრიალი ან გულის ფრიალმა ხასიათი შეიცვალა;
    • თქვენ გრძნობთ ხშირ ექსტრა გულის შეკუმშვებს (6 ზე მეტი 1 წუთის განმავლობაში ან ჯგუფურ ექსტრასისტოლებს 3 –ს და მეტს  ჯგუფში);
    • თუ თქვენ გაქვთ გულის დაავადების რისკ ფაქტორები, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, მაღალი არტერიული წნევა;
    • თუ თქვენი პულსი მეტია 100 შეკუმშვა წუთში (ფიზიკური დატვირთვის, სტრესის ან ცხელების გარეშე);

დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა გაიცეს პასუხი შემდეგ კითხვებზე

    • გულის ფრიალის დროს თქვენ გაქვთ აჩქარებული თუ შენელებული პულსი?
    • თქვენ გრძნოთ დარტყმით, ჭენები თუ მთრთოლავ რითმს?
    • როდის ხდება გულის ფრიალი? როდესაც იხსენებთ სულიერი ტრავმის მომყენებელ ამბებს? როდესაც წევხართ ან ისვენებთ?, როდესაც იცვლით სხეულის მდგომარეობას/როდესაც ემოციურად აღგზნებული ხართ?

თუ გაქვთ არიტმიის ნიშნები, თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი კვლევები, ექიმის დანიშნულების მიხედვით

 ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ http://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/

______________________________________________

გადასვლა >>>> ,,კარდიოლოგია/ანგიოლოგია” 

.