ლიფტინგი

ლიფტინგი

ლიფტინგი — ზოგადი ინფორმაცია, ლიფტინგ-ეფექტის მისაღწევი პროცედურები: მეზოთერაპია, ხელებით და ვაკუუმ-მასაჟი, მიოსტიმულაცია, ულტრაბგერით, მიკროდენებითა და ლიფტინგ-პრეპარატებით ზემოქმედება, ფოტოგაახალგაზრდავება და ლაზერული აბლაცია, პლასტიკური ოპერაცია >>>

ლიფტინგი — კანის დაჭიმვის კოსმეტიკური პროცედურა. ლიფტინგის ეფექტის მიღწევა შესაძლებელია როგორც გარკვეული კოსმეტოლოგიური პროცედურების საშუალებით, ასევე პლასტიკური ოპერაციის მეშვეობით.

ზოგადი ინფორმაცია

ასაკთან ერთად ადამიანის სახის კანი თხელდება და შრება, უარესდება სახის ფერი, იცვლება სახის კონტურები, რადგანაც ქვეითდება კუნთების ტონუსი, ღრმავდება შუბლისა და ნიკაპის ნაოჭები, ლოყები იწყებს ჩამოწელვას. ლიფტინგი ებრძვის ისეთ ასაკობრივ ცვლილებებს, როგორიცაა კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის დაკარგვა, რაც კოლაგენური ბოჭკოებისა და ელასტიკური ბოჭკოების წარმოქმნის შემცირებითაა განპირობებული. ლიფტინგის შედეგი ქსოვილების გამკვრივება, სახის კონტურის გაუმჯობესება და მცირე ნაოჭების გადასწორებაა. პლასტიკური ოპერაციებიდან ყველაზე ხშირად ლიფტინგი სახის ქვედა ნაწილშიგამოიყენება, კისრის მიდამოში ( ცერვიკო-ფასციალური დაჭიმვა), ან სახის საფეთქლების და შუბლის ნაწილში ( საფეთქელ-ფრონტალური ენდოსკოპიური დაჭიმვა). ამ პლასტიკური ოპერაციების პარალელურად, ღაბაბის მიდამოში, რომელიც დაახლოებით 50 წლის ასაკში ვითარდება, შეიძლება არასასურველი ცხიმოვანი ქსოვილის მოშორების პროცედურის ჩატარება (ლიპოსაქცია). უკეთესი შედეგის მისაღწევად ლიფტინგი ტარდება პილინგის პროცედურებთან ( კანის ხარისხის გასაუმჯობესებლად), ინექციურ თერაპიასთან, ქუთუთოების პლასტიკასთან, ნიკაპის ( გენიოპლასტიკა ), ცხვირის (რინოპლასტიკა) ან ყურის ნიჟარების (ოტოპლასტიკა) პლასტიკასთან ერთად კომბინაციაში.

კოსმეტოლოგიური პროცედურები

ლიფტინგის ეფექტის მიღწევა შესაძლებელია დიდი რაოდენობით სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურების მეშვეობით: მეზოთერაპია, ხელებით და ვაკუუმ-მასაჟი, მიოსტიმულაცია, ულტრაბგერით, მიკროდენებითა და ლიფტინგ-პრეპარატებით ზემოქმედება, ფოტოგაახალგაზრდავება და ლაზერული აბლაცია.

მეზოთერაპია

მეზოთერაპია ნემსისა და სამკურნალო საშუალებების კანზე ზემოქმედებაზეა დაფუძნებული, რაც ხელს უწყობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას. სწორი ტექნიკისას, ნემსის ტრავმირებადი ზემოქმედება იწვევს ასეპტიკურ ანთებას, შემდეგ კი ჰორმონებისა და ზრდის ფაქტორების გამომუშავება იწვევს კანის სტრუქტურული ელემენტების სინთეზის გაძლიერებას, შედეგად მატულობს კანის ტურგორი და ელასტიურობა, მისი ჰიდრატაცია, უმჯობესდება ინერვაცია და სისხლმომარაგება, რაც განაპირობებს კანის დაჭიმვას და გარეგნობის გაუმჯობესებას.

ხელებით მასაჟი

ხელებით მასაჟის სპეციალური მეთოდიკა ლიმფოდრენაჟული ეფექტის მიღწევის საშუალებას იძლევა. მასაჟის მოქმედების ქვეშ კანი თავისუფლდება რქოვანა გარსის დაგროვილი მკვდარი უჯრედებისგან, ფართოვდება სისხლძარღვები, იზრდება ოფლის გამოყოფა, გამოიდევნება ტოქსინები, საოფლე ჯირკვლების მუშაობა ნორმალიზდება, ქსოვილები გაცილებით მკვრივი და ელასტიური ხდება.

ვაკუუმ-მასაჟი

სახის ქსოვილების ვაკუუმ-მასაჟი, სახეს მოდუნებას აიძულებს, რაც კანს მეტ სისხლსა და საკვებ ნივთიერებებს აძლევს, ამით მიიღწევა მკვეთრად გამოხატული ლიფტინგის ეფექტი კანის ტონიზაციისა და სახის ოვალის დაჭიმვის სახით.

ულტრაბგერით ზემოქმედება

ულტრაბგერით ზემოქმედებას, მუსკულატურის ტონიზაციისა და კანის შეკუმშვის ხარჯზე, ასევე გააჩნია ლიფტინგის ეფექტი. ულტრაბგერითი ლიფტინგის დროს ზედაპირული ნაოჭები საერთოდ ქრება, ხოლო ღრმა ნაოჭები გადასწორდება მცირე ნაოჭებამდე. მიოსტიმულაციის დახმარებით კანის ლიფტინგი, სახის კუნთებზე ზემოქმედების ხარჯზე მიიღწევა. მიოსტიმულაცია, კუნთების შეკუმშვისა და მიკროცირკულაციის აქტივიზაციის მონაცვლეობის გზით, კუნთოვანი ტონუსის ნორმალიზების საშუალებას იძლევა, რის შედეგადაც ზედაპირული ნაოჭები გადასწორდება და კანი უფრო დაჭიმულად გამოიყურება.

ლაზერული აბლაცია

ლაზერული აბლაცია – კანის ზედაპირული შრეების აორთქლება ნაოჭებთან და პიგმენტურ ლაქებთან ერთად, ლაზერის მაღალი ენერგიის გამოყენებით, ასევე შედის ლიფტინგ-ეფექტის მისაღწევ საშუალებათა არსენალში. პროცედურის განმავლობაში, დაბერებული კანის ზედა შრის მოცილებასთან ერთად ხდება დაბერებული კოლაგენისა და ელასტინის მოცილებაც. ის უჯრედები, რომლებიც არ დაზიანდა აორთქლებული კანის ირგვლივ, “იღვიძებენ” და აქტიურად იწყებენ დაზიანებული უბნის აღდგენას.
შედეგად დაზიანებული უბნების ნაცვლად იზრდება ახალი, ფუნქციურად აქტიური კანი, ახლის ყველა თვისებით _ მკვრივი, ელასტიური, ბზინვარე და ერთფეროვანი, წვრილი დანაოჭების გარეშე.

ფოტოგაახალგაზრდავება

ფოტოგაახალგაზრდავება კანის განახლებისა და ცხვირ-ტუჩის ნაოჭების, შუბლის ღრმა ნაოჭების, თვალების ირგვლივ მცირე ნაოჭების კორექტირების საშუალებას იძლევა. ფოტოგაახალგაზრდავება ეს არის ხილული სინათლის ძლიერი ნაკადის ზემოქმედება კანის ზედაპირულ და ღრმა შრეებზე, რაც კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს იწვევს, ამით აიხსნება ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურებისთვის დამახასიათებელი ლიფტინგის გამოხატული და მდგრადი ეფექტი. კანის პიგმენტური და სისხლძარღვოვანი დაზიანებების მოსაშორებელი მეთოდიკა, სისხლძარღვოვან და პიგმენტურ წარმონაქმნში არსებული მიზნობრივი ქრომოფორის ტემპერატურის ლოკალურად მომატებას იწვევს. ამ წარმონაქმნების არსებობის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფაქტორები: კონსტიტუციონალურ-გენეტიკური თავისებურებები, ჰორმონალური დისფუნქციები, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, სომატური დაავადებები, ჭარბი ინსოლაცია, გარემოს არახელსაყრელი ფაქტორები, მავნე ჩვევები და სხვა. პიგმენტების მოშორების შემთხვევაში მოცემული მეთოდი პიგმენტის დიდი ნაწილის პატარა ფრაქციებად დაშლის საშუალებას იძლევა. სინათლე აცხელებს და ანადგურებს პრობლემურ წარმონაქმნებს გარშემო ქსოვილების დაზიანების გარეშე. სინათლის იმპულსი გრძელი ტალღების 515 დან 1200 ნმ დიაპაზონში, გაივლის კანის ზედა შრეებს და ზემოქმედებს მელანინსა და ჰემოგლობინზე. მუშაობის რეჟიმის მოდელირება კანის ყველა ფოტოტიპის შემთხვევაში, კარგი შედეგების მიღწევის საშუალებას იძლევა.

პლასტიკური ოპერაცია

დიაგნოსტიკა, წინასაოპერაციო მომზადება

ოპერაციის გაკეთებამდე აუცილებელია შემდეგი პროცედურების ჩატარება:

  • სახის ძვლების რენტგენოსკოპია;
  • ბიოლოგიური ანალიზების ჩაბარება;
  • ანესთეზიოლოგის კონსულტაცია.

    ოპერაციამდე გარკვეული დროით ადრე საჭიროა თამბაქოს მოწევის შეწყვეტა.

ოპერაცია

ოპერაცია იმაში მდგომარეობს რომ, ზედმეტი კანი თანაბრად მოცილდება, კანი კისერზე გადასწორდება, მოცილდება ჩამოწელილი ლოყები და ღაბაბი. სახის კუნთების ტონუსის შენარჩუნება შესაძლებელია ქირურგიული ძაფების სპეციალური ნაქსოვით, რასაც ოპერაციიდან რამდენიმე ხანში იღებენ. რამდენიმე კვირაში პატარა ნაწიბურები შეუმჩნეველი ხდება, რადგანაც განაკვეთები კეთდება მაღალი შეხორცებისუნარიან ზონებში, ( ამას ასევე ხელს უწყობს სპეციალური საკერავი მასალების გამოყენება). კორექციის ერთ ერთი სიძნელე სახის ბუნებრი გამომეტყველების შენარჩუნებაში მდგომარეობს. ოპერირებულმა უნდა დაიბრუნოს თავისი სახე, როგორიც ის იყო რვა ან ათი წლის წინ. ხდება რბილი ქსოვილების თავის ბუნებრივ ადგილზე დაბრუნება, შორდება ზედმეტი კანი, საგრძნობლად მყარდება კუნთოვანი და კანქვეშა ცხიმოვანი შრეები.

ოპერაციის ხანგრძლივობა

ოპერაციის საშუალო ხანგრძლივობა — 3 სთ. ანესთეზიის სახით გამოიყენება ან ღრმა ადგილობრივი გაუტკივარება და ვენაში პერფუზია, ან ზოგადი გაუტკივარება, ანუ ნარკოზი. ოპერაციის შემდგომი ჰოსპიტალიზაციის პერიოდი — 24 სთ.

რეაბილიტაცია

ოპერაციის შემდეგ რამდენიმე ხანს შეიძლება იყოს დისკომფორტის შეგრძნება. ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს სახის შეშუპება, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში მატულობს, შემდეგ კი თანდათან ცხრება და საერთოდ ქრება. ოპერაციიდან მერვე-მეთხუთმეტე დღეებს შორის მოქმედების ზონაში კანს შეიძლება მოლურჯო ფერი ქონდეს და იყოს სისხლნაჟღენთები, რაც ამ პერიოდის გავლის შემდეგ ქრება. ოპერირებული პირველ დღეებში ატარებს დამჭიმავ ნახვევს. ზოგჯერ რეაბილიტაციის დასაჩქარებლად ურჩევენ ფიზიოთერაპიის კურსისა და სპეციალური თერაპიული პროგრამების გავლას. კორექციის საბოლოო შედეგის ნახვა შესაძლებელია ოპერაციიდან 3-4 თვის გასვლის შემდეგ. ასეთი ლიფტინგი მდგრადი და მუდმივი შედეგის გარანტიას არ იძლევა, მაგრამ აუმჯობესებს გარეგნობას გარკვეული, საკმაოდ ხანგრძლივი დროით.

_________________________________________________

გადასვლა >>> ,,პლასტიკური ქირურგია

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..