კონიუნქტივიტი ბავშვებში

კონიუნქტივიტი ბავშვებში

                                                                        არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

კონიუნქტივიტი  ბავშვებში უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე მოზრდილებში, სწორედ  კონიუნქტივიტებია  ბავშვთა ოფთალმოლოგებთან ყველაზე ხშირი მიმართვიანობის მიზეზი.

კონიუნქტივა – თვალის კაკლის გარეთა შემაერთებალქსოვილოვანი გარსია, რომელიც ასრულებს დამცავ, ბარიერულ, დამატენიანებელ, მკვებავ ფუნქციებს. ბავშვის კონიუნქტივა უფრო თხელი და ნაზია, მისი ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობის გამო ხშირია ანთებითი პროცესის, კონიუნქტივიტის განვითარება.

ინფექციის მიმართ მგრძნობელობას ხელს იწყობს ორგანიზმის გადაცივება ან გადახურება, ავიტამინოზი,  ხშირი რესპირატორული დაავადებები, მხედველობის დარღვევები, იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება.

კონიუნქტივიტი ბავშვებში – სიმპტომები

კონიუნქტივიტისათვის დამახასიათებელია თვალის სიწითლე, შეშუპება, ტკივილი, ცრემლდენა, გამონადენი, ქავილი. სიმპტომები ვარირებს სხვადასხვა ტიპის კონიუნქტივიტების დროს.  უფროსი ასაკის ბავშვები უჩივიან  თვალში უცხო სხეულის, ქვიშის შეგრძნებას. უმცროსი ასაკის ბავშვებში კონიუნქტივიტი ხდება გაღიზიანებადობის მატების, ძილის დარღვევის მიზეზი. რიგ  შემთხვევებში იმატებს სხეულის ტემპერატურა.

გამომწვევის მიხედვით გამოყოფენ კონიუნქტივიტის შემდეგ ძირიდათ სახეებს:

გარდა აღნიშნულისა გამოყოფენ კონიუნქტივიტის სხვა სახეებსაც, მათ შორისაა სოკოვანი, ქლამიდიური და გონოკოკური კონიუნქტივიტები.

სოკოვანი კონიუნქტივიტები შედარებით იშვიათია და წარმოადგენს სოკოვანი ინფექციების გართულებას, იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს, ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით და ძნელად ექვემდებარება მკურნალობას.

გამოყოფენ ასევე ახალშობილთა კონიუნქტივიტებს, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს გონოკოკური და ქლამიდიური კონიუნქტივიტები. ინფექციის გადაცემა ხდება მშობიარობის პროცესში, გონორეით ან ქლამიდიით დაინფიცირებული დედისაგან. მკურნალობა სპეციფიურია.

კონიუნქტივიტი ბავშვებში –  დიაგნოსტირება

კონიუნქტივიტის დიაგნოზის დასმა ხდება ოფთალმოლოგის მიერ კლინიკური ნიშნების, გამოანდენის ხასიათის მიხედვით.

კონიუნქტივიტის მკურნალობის პრინციპები ბავშვებში

    • კონიუქტივიტზე ეჭვის მიტანისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან მოხდეს კონიუნქტივიტის ტიპის სწორად განსაზღვრა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა
    • იმ შემთხვევაში თუ მკურნალობას სახლის პირობებში ახორციელებთ, აუცილებლად გაითვალსიწინეთ, რომ 2-3 დღიანი უშედეგო მკურნალობის შემთხვევაში, სათანადო ჩარევის გარეშე შესაძლებელია მდგომარეობა გართულდეს
    • თუ კონიუნქტივიტი ერთ თვალში აღინიშნება, თვალის წვეთები მაინც ორივე თვალში უნდა ჩააწვეთოთ, ჯერ ჯანმრთელ და შემდეგ ავადმყოფ თვალში. სასურველია გამოიყენოთ მედიკამენტის ცალცალკე ფლაკონები და სხვადასხვა პიპეტები
    • თვალში მტვრის, სილის, ჭუჭყის მოხვედრისას დაუშვებელია თვალების სრესა, უნდა მოხდეს წყლის დიდი რაოდენობით თვალების  ამობანა და სულფაცილ ნატრიუმის 20%  (ალბუციდი) წვეთების გამოყენება
    • აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა – ვირუსული და ბაქტერიული კონიუნქტივიტი გადამდები ინფექციებია, რომელთა გადაცემაც ხდება საერთო მოხმარების საგნებით, ამიტომაც აუცილებელია ბავშვს ცალკე გამოვუყოთ პირსახოცი და ხშირად ვცვალოთ
    • თვალის ტუალეტი მოიცავს მცენარეულ ნაყენში დასველებული სტერილური დოლბანდის (და არა ბამბის) ტამპონებით თვალის გაწმენდას. თითოეული თვალი უნდა დამუშავდეს ცალცალკე. თვალის ამოწმენდა უნდა მოხდეს თვალის გარეთა კუთხიდან შიგნითა მიმართულებით (ცხვირისაკენ). ქუთუთოებიდან  გამხმარი ქერქების მოცილება უნდა მოხდეს ფრთხილად, თავდაპირველად საფენი უნდა დავადოთ მცირე ხნით, რათა მოხდეს ქერქების დარბილება, ამგვარად თავიდან ავიცილებთ თვალის ტრავმირებას. თვალის ტუალეტი უდა ჩავატაროთ დღეში რამდენჯერმე მდგომარეობის სიმძიმიდან და გამონადენის ინტენსივობიდან გამომდინარე. საშუალოდ პროცედურის სიხშირე შეადგენს დასაწყისში 6-8 ჯერ, ხოლო პროცესის ჩაცხრობის შემდეგ  3-4 ჯერ დღეში
    • და ბოლოს კონიუნქტივიტების მკურნალობა უნდა მოხდეს გამომწვევი მიზეზის შესაბამისად, რაც  განხილულია თითოეული სახის კონიუნქტივიტის მიმოხილვისას.
იხ. ასევე

_______________________________________

1. გადასვლა>>> ,,ბავშვი”; 2. >>> “ოფთალმოლოგია”